• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

16/12/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იცვლება. ცვლილების შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები 8.2 მლნ ლარით მცირდება. შემცირება გრანტების გეგმის კლებითაა განპირობებული. მთავრობამ 2016 წლისთვის გამოყოფილი გრანტები სრულად ვერ აითვისა, ჩამორჩენა აქვს ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებში. 128 მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტის ხარჯები, რაც ძირითად სოციალური (მათ შორის ჯანდაცვის) და სხვა ხარჯების ზრდითაა განპირობებული. შემოსავლების შემცირების და ხარჯების ზრდის გამო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (მიმდინარე შემოსავლების და ხარჯების სხვაობა) გაუარესდა. თუ თავდაპირველად 11.4 მლნ ლარის დადებითი სალდო იყო დაგეგმილი, ცვლილების შემდეგ 124.5 მლნ ლარის უარყოფითი სალდო იქნება. 36 მლნ ლარით მცირდება ინფრასტრუქტურული ხარჯები, რაც საოპერაციო სალდოს 124.5 მლნ ლარიან დეფიციტს გარკვეულწილად აბალანსებს. ბიუჯეტის მთლიანი სალდო 613 მლნ ლარია. 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 100 მლნ ლარით უარესდება. ფინანსური აქტივების ცვლილების სალდო 82 მლნ ლარით უარესდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან გასაცემი სესხების 76 მლნ ლარით ზრდამ განაპირობა. თუ მიმდინარე ხარჯებს და ფინანსურ/არაფინანსურ აქტივებზე გასაწევ ხარჯებს შევაჯამებთ, ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებით, მთლიანი ხარჯები 153 მლნ ლარით იზრდება. შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტის დეფიციტიც და გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობა სახელმწიფო ვალის აღებასაც ზრდის. ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებით, მთავრობა 181 მლნ ლარით მეტს ისესხებს, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ვალის ზრდა საშინაო ვალის ზრდაზე მოდის. მთავრობას 200 მლნ ლარის სესხება ჰქონდა დაგეგმილი და გეგმას 380 მლნ ლარამდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, როდესაც მთავრობამ საშინაო ვალის აღება 200 მლნ ლარამდე შეამცირა, ამ გადაწყვეტილების  ერთ-ერთ დადებით მხარედ იმას ასახელებდა, რომ ეს ლარის კურსის სტაბილურობისთვის კარგი იქნებოდა. რამდენიმე სამინისტროს, თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო გეგმა მნიშვნლოვნად ეზრდება. ესენია: ჯანდაცვის, თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროები. ჯამში, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტი 200 მლნ ლარით იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა ჯანდაცვის პროგრამებზე დაგეგმილზე მეტი ხარჯების გაწევითაა განპირობებული. თავდაპირველად, საყოველთაო ჯანდაცვისთვის 570 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ 14 დეკემბრის მდგომარეობით ხარჯმა 616 მლნ ლარს მიაღწია. საბიუჯეტო კანონის ცვლილებით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 623 მლნ ლარამდე იზრდება, რაც წლის ბოლოდე საკმარისი არ იქნება და გარკვეული ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა „შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების“ პროგრამის დაფინანსების ზრდამ განაპირობა, რომელზეც დამატებით 82 მლნ ლარი გამოიყო. ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი 69.5 მლნ ლარით იზრდება, რაც სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაზე გაწეული ხარჯებით არის განპირობებული. ყველაზე მეტად განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება - 23 მლნ ლარით. 10 მლნ ლარით მცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. 2-2 მლნ ლარით მცირდება პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები.   ცხრილი: სახელმწიფო უწყებები, რომელთა ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იცვლება (მლნ ლარი)
უწყებები პირვანდელი გეგმა შეცვლილი გეგმა სხვაობა
თავდაცვის სამინისტრო 670 750.4 80.4
ენერგეტიკის სამინისტრო 135 204.5 69.5
ჯანდაცვის სამინისტრო 3162 3202 40
პარლამენტი 60 58 -2
მთავრობის ადმინისტრაცია 20 18 -2
ფინანსთა სამინისტრო 90 86.6 -3.4
სასჯელაღსრულების სამინისტრო 153.8 144.8 -9
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 321 311 -10
განათლების სამინისტრო 975 952 -23
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
თეგები:
აგროკრედიტი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ლევან ვასაძე
ინტერპოლი
ციფრული მაუწყებლობა
რომის პაპა
ბესო ნამჩავაძე
ბესო ნამჩავაძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა