• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მსოფლიო უნივერსიტეტების სიაში ქუთაისის უნივერსიტეტი 13 494 ადგილზეა?

მსოფლიო უნივერსიტეტების სიაში ქუთაისის უნივერსიტეტი 13 494 ადგილზეა?

27/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ქუთაისელმა მეწარმემ, ბესო მიქელთაძემ, სოციალურ ქსელში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საიტ Webometrics-ის მონაცემებით, უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის „უსამარხვინოეს“ 13 494-ე ადგილზეა. აღნიშნული მონაცემის გადამოწმება ფაქტ-მეტრს ერთ-ერთი სტუდენტის მშობელმა სთხოვა. Webometrics ესპანური კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერების მიერ შექმნილი საიტია. ესპანელმა მეცნიერებმა 2004 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებსაიტების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავეს. ისინი პროექტის Webometrics Ranking of World Universities ფარგლებში, წელიწადში ორჯერ, ივლისსა და იანვარში მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ვებსაიტების რეიტინგს აქვეყნებენ. პროექტის ვებგვერდზე მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის გაცნობა, ასევე ნაციონალური და მსოფლიო რეიტინგების შედარებაა შესაძლებელი. Webometrics რეიტინგის მიხედვით, უნივერსიტეტების სიის შედგენა ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ვებგვერდებზე წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება. ანალიზის საგანს ამა თუ იმ უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი არა უშუალოდ უნივერსიტეტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას, არამედ მისი სამეცნიერო პოტენციალის ინტერნეტსივრცეში წარმოჩენას აანალიზებს. 2013 წელს რეიტინგის მეთოდოლოგია შეიცვალა და უმაღლესი სასწავლებლების ვებსაიტების რეიტინგი შემდეგი კრიტერიუმების ჯამით გამოითვლება:
  1. ხილვადობა (Visibility - ფასდება სხვა ვებსაიტებიდან უნივერსიტეტის ვებსაიტზე წამოღებული ბმულების რაოდენობა) - 50%;
  2. აქტივობა (Activity - მოიცავს სამი სხვადასხვა მაჩვენებლის ჯამს) 50%;
  3. რეიტინგში ასევე დამატებითი ქულა იწერება სამეცნიერო უპირატესობის გათვალისწინებით (Excellence - ეს მაჩვენებელი Wos და Scopus ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების რაოდენობას აღრიცხავს).
Webometrics-ის მსოფლიო რეიტინგში 20 000-ზე მეტი უნივერსიტეტის მონაცემებია გაერთიანებული. რეიტინგში პირველ სამ წამყვან პოზიციას ჰარვარდის, მასაჩუსეტსის და სტენფორდის უნივერსიტეტები ინაწილებენ. ათეულს მიღმა, მე-13 და მე-14 პოზიციებზე, მსოფლიოში ცნობილი იელის და კემბრიჯის უნივერსიტეტები გვხვდებიან. მსოფლიო რეიტინგის ბოლოს კორეული, ყაზახური, რუსული და უკრაინული უნივერსიტეტებია განთავსებული. ევროპის ყველაზე ცუდი უნივერსიტეტი სიის მიხედვით 26 299-ე პოზიციაზე მყოფი თურქული Mugla Vocational High School-ია, რომლის საიტიც ამ ეტაპზე დროებით გათიშულია. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 13 494-ე, საქართველოს მასშტაბით კი მე-14 პოზიციას იკავებს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - საიტის მონაცემებით მსოფლიოში 12 999-ე ადგილზეა, საქართველოს მასშტაბით კი ერთი ნაბიჯით უსწრებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მე-13 პოზიცია აქვს მინიჭებული. რეიტინგში, საქართველოს მასშტაბით, პირველ და მეორე ადგილებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები ინაწილებენ. მსოფლიო რეიტინგში კი ისინი 1 135-ე და 1 790-ე ადგილებზე არიან. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, უკანასკნელ, 64-ე პოზიციას საქართველოს ეკონომიკისა და იურიდიული სასწავლო უნივერსიტეტი იკავებს, რომელსაც მსოფლიოში 26 221-ე პოზიცია აქვს. აღნიშნული სასწავლებლის საიტი ამ ეტაპზე საერთოდ გათიშულია. სიაში ასევე მოხვდა ორი ქუთაისური უმაღლესი სასწავლებელი - ქუთაისის უნივერსიტეტი და ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი. პირველი მათგანი საქართველოს მასშტაბით 30-ე პოზიციაზეა, მეორე 54-ზე. მსოფლიო რეიტინგში მათ 17 305-ე და 23 258-ე ადგილები აქვთ გადანაწილებული. იმისთვის, რომ აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიო უნივერსიტეტებმა პოზიციები  გაიუმჯობესონ, საიტი მათ შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს: საიტის უნიკალური ინფორმაციის და ინგლისურენოვანი კონტენტების გაფართოება; აქტიური მუშაობა სოციალურ ქსელებში; უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების მასალების ინტერნეტში განთავსება; უნივერსიტეტის პროფესორების პუბლიკაციების საერთაშორისო ბაზებში არსებულ ჟურნალებში განთავსება; პროფესორ-მასწავლებლების პერსონალური გვერდების გახსნა უნივერსიტეტის ვებგვერდზე; საიტზე ანალიტიკური მასალების, სამეცნიერო ანგარიშების, სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების, კურიკულუმების, სილაბუსების, პრეზენტაციების და ლექციების განთავსება.   დასკვნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი Webometrics-ის რეიტინგში მსოფლიოს 26 299 უნივერსიტეტს შორის მართლაც საკმაოდ დაბალ, 13 494-ე პოზიციას იკავებს. გასათვალისწინებელია ის, რომ აღნიშნული საიტი რეიტინგის შედგენისას ამა თუ იმ უნივერსიტეტს ქულებს არა ზოგადად უნივერსიტეტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის, არამედ მათი ოფიციალური ვებგვერდების ანალიზის საფუძველზე ანიჭებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე რეიტინგში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული უნივერსიტეტი (თავისუფალი უნივერსიტეტი) საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ერთი ნაბიჯით უსწრებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. თუმცა, ქუთაისის უნივერსიტეტს რეიტინგში სოლიდურად უსწრებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები.
თეგები:
წითელი ჯვარი
დავით ზალკალიანი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
ეროვნული ბანკი
ლაშა ფარცვანია
სკოლები
ბათუმის ბულვარი
ქუთაისის მერია
კოოპერატივები
შორენა ლაღაძე
შორენა ლაღაძე

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა