• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
უნიკალური კურორტი, რომელიც თანდათან ნადგურდება

უნიკალური კურორტი, რომელიც თანდათან ნადგურდება

ურორტი აბასთუმანი ტურისტულ სეზონს წელსაც მოშლილი ინფრასტრუქტურით, დანგრეული შენობებითა და ნაკლები დამსვენებლით შეხვდა.

01/09/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

კურორტი აბასთუმანი ტურისტულ სეზონს  წელსაც მოშლილი ინფრასტრუქტურით, დანგრეული შენობებითა და ნაკლები დამსვენებლით შეხვდა.

 

მაია სანდროშვილი აბასთუმანში დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ, ორ შვილთან ერთად, თბილისიდან ჩამოვიდა. ამბობს, რომ  წინა წლებთან შედარებით აბასთუმანში დამსვენებელმა იკლო, თუმცა უნიკალური ჰაერის გამო კურორტს ერთგული დამსვენებლები მაინც ჰყავს.

 

„მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, თანაც ძალიან. არ არის სისუფთავე, პროდუქტების ყიდვა თამამად არ შეგიძლია. პრობლემაა  ნორმალური კვების ობიექტების არარსებობაც. ყველაფერი ეს რომ მოწესრიგდეს, აბასთუმანს  მეტი დამსვენებელი ეყოლება“, – ამბობს მაია სანდროშვილი.

 

სანდროშვილს ეთანხმება თბილისელი მაია აბაშიძე. მისი თქმით, აბასთუმანი ყოველწლიურად  მოუვლელობისგან ნადგურდება და ინგრევა: „პირველ რიგში, სისუფთავე უნდა იყოს. მოწესრიგდეს გოგირდის აბანოები.  არაჩვეულებრივი გარემოა იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, მაგრამ სერიოზული ცვლილებები არ არის“.

 

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ სასტუმროს მეპატრონეებიც. ისინი ამბობენ, რომ ამ მიზეზით დამსვენებლის რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს.

 

„შარშან უფრო მეტი დამსვენებელი იყო“, – ამბობს სასტუმრო „ივერიის“ ადმინისტრატორი ზაზა ჯიქია.

 

აბასთუმნის შესასვლელში ერთადერთი ბაზარია, სადაც სოფლის პროდუქტების ყიდვა შეიძლება. აბასთუმანში ბაზარი კვირაში მხოლოდ სამი დღე მუშაობს და ისიც დღის მეორე ნახევარში, ადგილზე მისულებს  მხოლოდ  ერთი  გამყიდველი დაგვხვდა.

 

„ვაშლს, ლობიოს, წიწაკასა და კომბოსტოს ვყიდი. ცოტა-ცოტა იყიდება“, – ამბობს ადგილობრივი მაყვალა ადეიშვილი.

 

აბასთუმანში არსებულ მდგომარეობაზე და კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი არ სურს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს და მხოლოდ ზოგადი დაპირებით შემოიფარგლება: „აბასთუმანში იწყება დიდი რეაბილიტაცია და ყველაფერი კარგად იქნება“.

 

აბასთუმანში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რომ იწყება, ამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც გვიდასტურებენ.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, აბასთუმნის რეაბილიტაცია ორ პროექტად განხორციელდება, რისთვისაც 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

 

„ერთი პროექტია სახლების რესტავრაცია-რეაბილიტაცია და მეორე – ობსერვატორიის, საბაგიროს რეაბილიტაცია და რეკრეაციული ზონების მოწყობა“, – ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე და ამატებს, რომ სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

 

ზღვის დონიდან 1250-1450 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტის აღდგენა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერატორისა და მისი ოჯახის დასასვენებელი ადგილი იყო, ჯერ კიდევ 2012 წელს, რაბათის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე იგეგმებოდა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლამ საქმე ოთხი წლით გაყინა.

 

კურორტის რეაბილიტაციაზე საუბარი 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა ამ სეზონს აბასთუმანი მაინც მოუვლელი შეხვდა.

 

„დონორის მიერ დაფინანსებული პროექტი საკმაო დროს მოითხოვს“, – ასე ხსნის სამუშაოების დაგვიანებას ჯუანშერ ბურჭულაძე.

თეგები:
სკოლები
დავით კირკიტაძე
გონიოს ხიდი
სახელმწიფო აუდიტი
ზაქარია ზალიკაშვილი
გოჩა დგებუაძე
მიხეილ დუნდუა
გიგი ბოკერია
საარსებო მინიმუმი
ნინო ნარიმანიშვილი
ნინო ნარიმანიშვილი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა