„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა: „2005- 2012 წლებში აჭარაში დაიგო 224 კმ გზა. 2013-2016 წლებში კი - 231 კმ. რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რვა წელიწადში გააკეთა, ჩვენ ოთხ წელიწადში მოვასწარით“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები (საერთო
სიგრძე 3 ათას 432 კილომეტრი) აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება აჭარის ტერიტორიაზე მოქცეული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მათი მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს
ევალება.
ოფიციალური ინფორმაციის
მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2005-2016 წლებში, 450 206 კმ სიგრძის გზა დაიგო. აქედან, 2005-2012 წლებში - 221.9 კმ, 78 ახალი ხიდი აშენდა და რესტავრაცია 143 ხიდს ჩაუტარდა. რაც შეეხება 2013-2016 წლებს, ამ პერიოდში, 228.3 კმ გზა დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 53.49 მლნ ლარი გამოიყო. სულ 42 ახალი ხიდი აშენდა, ხოლო რეაბილიტაცია 40 ხიდს ჩაუტარდა.
ცხრილი 1: 2005-2012 წლებში დაგებული გზების სიგრძე (კმ), აშენებული და რესტავრირებული ხიდები
წელი |
2005
|
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
2010 |
2011 |
2012
|
გზის სამუშაოები, კმ |
12.4 |
7.0 |
31.0 |
64.0 |
26.0 |
18.7 |
10.6 |
52.2 |
დახარჯული თანხა, ლარი |
4 288 997 |
3 665 221 |
5 613 455 |
11 049 191 |
3 804 869 |
3 107 725 |
4 756 186 |
10 754 686 |
რეაბილიტირებული ხიდი |
- |
16 |
10 |
42 |
26 |
30 |
5 |
14 |
ახალი ხიდი |
- |
- |
3 |
28 |
17 |
9 |
7 |
14 |
ცხრილი 2: 2013-2016 წლებში დაგებული გზების სიგრძე (კმ) და რეაბილიტირებულ-აშენებული ხიდები
წელი
|
2013
|
2014 |
2015 |
2016
|
გზის სამუშაოები, კმ |
34.77 |
40.3 |
61.48 |
91.76 |
დახარჯული თანხა, ლარი |
7 220 593 |
9 608 616 |
14 947 547 |
21 713 405 |
რეაბილიტირებული ხიდი |
11 |
7 |
5 |
17 |
ახალი ხიდი |
11 |
9 |
10 |
12 |
რაც შეეხება ბათუმში დაგებულ გზებს, ეს მაჩვენებელი ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოწოდებულ შემდეგ ცხრილშია ასახული:
ცხრილი 3: 2007-2016 წლებში ბათუმში დაგებული ასფალტისა და ბეტონის მოცულობები
წელი |
2007 |
2008 |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
ასფალტი კმ |
3.74 |
1.36 |
2.75 |
4.99 |
1.03 |
4.53 |
15.07 |
13.4 |
14.40 |
6.12 |
ბეტონი კმ |
- |
0.33 |
0.33 |
1.27 |
0.87 |
1.45 |
- |
12.11 |
12.74 |
4.32 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ბათუმში დაგებული გზების მოცულობამ 2007-2012 წლებში 22.64 კმ შეადგინა, ხოლო 2013-2016 წლებში - 78.15 კმ. სტატისტიკიდან გამომდინარე, 2013-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით, 55.51 კმ -ით მეტი გზა დაიგო.
დასკვნა
მოქმედი ხელისუფლების მიერ 2013-2016 წლებში აჭარის ტერიტორიაზე დაგებული გზების სიგრძემ 2005-2012 წლებში დაგებული გზების სიგრძეს 6.45 კმ-ით გადააჭარბა. ასევე, აღნიშნული სამუშაოებისთვის 6.44 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. რაც შეეხება ბათუმში დაგებულ გზებს, 2013-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით, 55.51 კმ-ით მეტი გზა დაიგო. ამავე დროს, აჭარის გზებზე 2005-2012 წლებში 36 ერთეულით მეტი ხიდი აშენდა და რეაბილიტაცია 93-ით მეტ ხიდს ჩაუტარდა, ვიდრე 2013-2016 წლებში.
ამდენად, ლადო მგალობლიშვილის განცხადება არის
სიმართლე.