2013 წლის 30 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ, განაცხადა, რომ ბოლო წლებში საპატიმროებში სულ 650-ზე მეტი პატიმარია გარდაცვლილი და რომ ყოველ წელს 140-145 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდებოდა.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო წლებში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა.
ჩვენს მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2010, 2011 და 2012 წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- 2010 წელი - 144 ბრალდებული/მსჯავრდებული;
- 2011 წელი - 140 ბრალდებული/მსჯავრდებული:
- 2012 წელი - 67 ბრალდებული/მსჯავრდებული.