საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 25 ივლისის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, განაცხადა: „თვითმმართველობის ორგანოებში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. ქალების ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოებში არის ლამის ნულის ტოლი, ნული პროცენტია ქალების ჩართულობა.“
27 ივლისს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ერთ–ერთი ცვლილების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო სიაში გენდერულ ბალანსს დაიცავენ, ბიუჯეტიდან დაფინანსება გაეზრდებათ.
ფაქტ–მეტრი დაინტერესდა, არის თუ არა თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა ჩართულობა მართლაც „ლამის ნულის ტოლი“.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შეიძლება იყოს როგორც წარმომადგენლობითი (საკრებულო), ისე აღმასრულებელი (მერია, გამგეობა). იმის გამო, რომ ზაქარია ქუცნაშვილი საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების შემთხვევაში პარტიათა წახალისებაზე საუბრობს, იოლად სავარაუდოა, რომ დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს გულისხმობს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1688 მანდატიდან მხოლოდ 169 მანდატი მოიპოვეს ქალებმა, რაც საერთო რაოდენობის 10%–ია. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 10,8%-ს შეადგენდა. 2006 წელს 1733 მანდატიდან მხოლოდ 188 ხვდა წილად ქალებს.
ჩვენ ამ საკითხზე „ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ კვლევასაც გავეცანით. ამ კვლევის თანახმად, 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ერთმანდატიან ოლქებში წამოყენებული კანდიდატებიდან მხოლოდ 10,9% იყო ქალი, ხოლო პროპორციულ სიებში – 18,2%. არჩევნების დღემდე კანდიდატურა 35–მა ქალმა მოხსნა. ამ კვლევის მიხედვითაც, „2010 წლის მაჩვენებელი წინა არჩევნების მაჩვენებელზე დაბალია“, ამასთან, კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში „ქალთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე მცირდება“.
ევროკომისიის დასკვნის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც რეგიონულ, ისე ადგილობრივ საბჭოებში, ქალების რაოდენობა 32%–ია. რეგიონულ საბჭოებში ქალების წარმომადგენლობა 40%–ს მხოლოდ ოთხ (საფრანგეთი, ესპანეთი, ფინეთი და შვედეთი), 30%–ს კი მხოლოდ ექვს ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ნიდერლანდების სამეფო, გერმანია, დანია, ბელგია) აჭარბებს. ქალების რაოდენობა 15%–ზე ნაკლებია უნგრეთის, იტალიისა და რუმინეთის რეგიონულ საბჭოებში.
ადგილობრივ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა 40%–ს მხოლოდ შვედეთში, 30%–ს კი დიდ ბრიტანეთში, ფინეთში, ლატვიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, დანიაში და ბელგიაში აჭარბებს.
დასკვნა
დღეისთვის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 169 ქალია არჩეული, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 10%–ს შეადგენს. ამასთან, ამ მიმართულებით სახეზეა კლების ტენდენცია და დინამიკის გაუარესება. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე საშუალო ევროპული 32%, თუმცა, ის ნამდვილად მეტია ვიდრე „ნული პროცენტი“, ან თუნდაც „ლამის ნული პროცენტი“.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება „თვითმმართველობის ორგანოებში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, ქალების ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოებში არის ლამის ნულის ტოლი, ნული პროცენტია ჩართულობა”, არის მეტწილად მცდარი.
„თვითმმართველობის ორგანოებში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. ქალების ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოებში არის ლამის ნულის ტოლი…“
12/08/2013
Մեծ մասամբ սխալ
Հայտարարության մեջ կան ճշմարտության տարրեր, բայց անտեսվում են կարևոր փաստեր, որոնք կարող էին այլ տպավորություն թողնել:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից