2013 წლის 29 მაისის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განაცხადა: „გუნავას საქმეზე" დიდი ზარ-ზეიმით დასჯილი და გათავისუფლებული პოლიციელები წინაურდებიან. ერთ-ერთი მათგანი, მირიან თოფურია, რომელმაც გუნავას დაკავების ოქმი შეადგინა დღეს არის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და გადაწყვიტა შეემოწმებინა, მართლაც დაწინაურდნენ თუ არა "გუნავას საქმეში" მონაწილე „დასჯილი“ პოლიციელები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, თენგიზ გუნავა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა სამსახურმა 2012 წლის 16 ნოემბერს დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლების საფუძველზე წაუყენეს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკების მოხმარებას გულისხმობს.
თენგიზ გუნავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ამიტომ მისმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა, პროკურატურაში შესაბამისი საჩივარი შეიტანა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. ამ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა დარღვევებით წარიმართა. თუმცა, დადგენილების მიხედვით, მისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადება არ დადასტურდა. ამ მხრივ, გამოძიებას მხოლოდ თენგიზ გუნავას ჩვენება გააჩნდა, რაც იმავე დადგენილების შესაბამისად არასაკმარისად იქნა მიჩნეული დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს.
გამოძიების აზრით, თენგიზ გუნავას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შემდგომ განვითარებული მოვლენების არასწორი ასახვა, ერთის მხრივ არსებული არასწორი პრაქტიკის ინერციით და მეორე მხრივ, სათანადო დოკუმენტების უფრო კომფორტულ ვითარებაში გაფორმების სურვილით იყო განპირობებული.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დადგენილება ასკვნის, რომ პოლიციელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეში დაშვებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევები პოლიციელებს საერთო პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
ამის შემდეგ, პროკურატურამ „გუნავას საქმეზე“ საქმის წარმოება შეწყვიტა.
2012 წლის 21 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:
„გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი“.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებაში თანამშრომელთა გვარები მითითებული არ იყო. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს დავუკავშირდით, რომელმაც გათავისუფლებული პოლიციელების გვარების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. ესენი არიან: თევდორე შონია, ნიკოლოზ არგანაშვილი, გიორგი ბლიაძე, ბესიკ შარაშენიძე და ნიკოლოზ შატაკიშვილი. ნინო გიორგობიანისვე ინფორმაციით, ეს პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამჟამადაც გათავისუფლებულები არიან.
მირიან თოფურია “გუნავას საქმესთან” დაკავშირებით გათავისუფლებული არ ყოფილა. თუმცა, ის ამ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოქმედი პირია. მირიან თოფურია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. გუნავა სწორედ ამ სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
მირიან თოფურია გუნავას დაკავებაში უშუალოდ არ მონაწილეობდა. მაგრამ მან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წლის 16 ნოემბერს, დახლოებით 02:30 საათზე პატაკი შეადგინა, რომლის მიხედვით თენგიზ გუნავა ქ. თბილისში საბურთალოს ქ. 59 მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო და მას თან ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ჰქონოდა, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი კიკალიშვილმა დაადო. გუნავას საქმის გამოძიება მირიან თოფურიას პატაკის საფუძველზე დაიწყო. მირიან თოფურიას დავალებით შეიქმნა ჯგუფი დეტექტივ-გამომძიებლების ბესიკ შარაშენიძის, ნიკა არგანაშვილის, გიორგი ბლიაძის, თევდორე შონიას და ნიკოლოზ შატაკიშვილის შემადგენლობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, მირიან თოფურია კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ ნამდვილად მუშაობს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის „გუნავას საქმესთან“ დაკავშირებით სამინისტროდან გათავისუფლებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. მირიან თოფურია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებული არასდროს ყოფილა.
დასკვნა
მირიან თოფურია კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ ნამდვილად მუშაობს. ის ფაქტი, რომ მირიან თოფურია გუნავას საქმესთან დაკავშირებით ოდესმე დასჯილი იყო, არ დასტურდება. თუმცა, ის გუნავას საქმის უშუალო მონაწილე იყო და გამოძიებაც მისი პატაკის საფუძველზე დაიწყო. ხოლო, ის თანამშრომლები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლდნენ, არც ამჟამად მუშაობენ სამინისტროს სისტემაში. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის განცხადება: „გუნავას საქმეზე" დასჯილი პოლიციელები წინაურდებიან", არის მეტწილად მცდარი.
„გუნავას საქმეზე" დასჯილი პოლიციელები წინაურდებიან“
25/06/2013
Մեծ մասամբ սխալ
Հայտարարության մեջ կան ճշմարտության տարրեր, բայց անտեսվում են կարևոր փաստեր, որոնք կարող էին այլ տպավորություն թողնել:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից