„სამეგრელოს სამ რაიონში (მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ) გაზიფიცირება არ მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით 2010 წელს გაზი მიიღო 84000-მა აბონენტმა, 2011-ში 105000-მა, 2012-ში 120000-მა, 2013 წელს გაზს მხოლოდ 25-30000 აბონენტი მიიღებს. ასევე, რეგიონ

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ვახტანგ ლემონჯავამ, განაცხადა: „უნდა შევეხო გაზიფიცირების საკითხს სამეგრელოს სამ რაიონში (მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა). უმცირესობის შეხვედრისას ენერგეტიკის მინისტრთან მე ეს საკითხი დავაყენე. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ დახვედრია ეს პროექტები. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გაზიფიცირების პროექტი. 2010 წელს გაზი მიიღო 84000-მა აბონენტმა, 2011-ში 105000-მა, 2012-ში 120000-მა, 2013 წელს გაზს მხოლოდ 25-30000 აბონენტი მიიღებს. რამ გამოიწვია ასეთი დიდი ვარდნა? ასევე, რეგიონში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეჩერებულია. მაგ: ჩხოროწყუს რაიონში, მუხური-თაიას ასფალტირებული გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, აგრეთვე მონგირი-ახუთის გზის მშენებლობა“.

 

ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტების სიზუსტის გადამოწმება სცადა.

 

უპირველეს ყოვლისა ჩვენ დავინტერესდით სამეგრელოს სამ რაიონში - მარტვილში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, გაზიფიცირება დაგეგმილი იყო თუ არა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ–გვერდზე 2013–2014 წლებში ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირების გეგმაა გამოქვეყნებული. გეგმის მიხედვით, 2013 წელს 65 401 კომლის გაზიფიცირება უნდა განხორციელდეს. წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები  2013-2014 წლის გაზიფიცირების გეგმაში არ გვხვდება.

 

საკითხში უკეთ გასარკვევად, ოფიციალური წერილით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მივმართეთ და 2011-2013 წლებში სამეგრელოს სამი რაიონის გაზიფიცირების გეგმა  გამოვითხოვეთ. ენერგეტიკის სამინისტროდან 17 სექტემბერს მიღებული პასუხის მიხედვით, 2011-2013 წლებში წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები არ განხორციელებულა. ეს მუნიციპალიტეტები 2013-2014 წლის გაზიფიცირების გეგმაშიც არ არის შესული. ამავე წერილის თანახმად, გაზიფიცირების პროცესი მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამ მუნიციპალიტეტში, მოცემულ პერიოდში (2011-2013 წლები) გაზიფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 3 015 აბონენტს შეადგენს. 2013 წელს დამატებით 2 414 აბონენტის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. ენერგეტიკის სამინისტრომ 2011-2013 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში  დამატებული აბონენტების/კომლის რაოდენობაც მოგვაწოდა:

 

 

 

 

 

01.01.2011

 

 

01.01.2012

 

 

01.01.2013

 

 

01.09.2013

 

 

 

მარტვილი

 

153

 

 

670

 

 

2,349

 

 

2,349

 

 

 

ხუნწი

 

-

 

 

416

 

 

416

 

 

416

 

 

 

დიდი ჭყონი

 

-

 

 

200

 

 

250

 

 

250

 

 

 

სულ

 

153

 

 

1,286

 

 

3,015

 

 

3,015

 

 

 

 

2013 წლის ბოლომდე მარტვილის რაიონში  2 414 აბონენტის დამატების გეგმა ქვემოთ ცხრილშია ნაჩვენები.

 

 

 

 

გაზიფიცირების გეგმა (დამატებული აბონენტი/კომლი) 2013

 

 

 

 

დასახელება

 

 

აბონენტი/კომლი

 

 

დასრულების ვადა

 

 

 

მარტვილი

 

2,414

 

 

დეკემბერი

 

 

 

ინჩხური

 

282

 

 

დეკემბერი

 

 

 

გაჭედილი

 

149

 

 

დეკემბერი

 

 

 

სკურდი

 

82

 

 

დეკემბერი

 

 

 

თამაკონი

 

42

 

 

დეკემბერი

 

 

 

დიდი ჭყონი

 

207

 

 

დეკემბერი

 

 

 

ლედგებე

 

264

 

 

დეკემბერი

 

 

 

სალხინო

 

296

 

 

დეკემბერი

 

 

 

ლეცავე

 

55

 

 

დეკემბერი

 

 

 

ჭინოთა

 

270

 

 

დეკემბერი

 

 

 

ოჩე

 

114

 

 

დეკემბერი

 

 

 

წაჩხური

 

156

 

 

დეკემბერი

 

 

 

ტალერი

 

176

 

 

დეკემბერი

 

 

 

ნობულევი

 

44

 

 

დეკემბერი

 

 

 

ეწერი

 

120

 

 

დეკ%

 

 

 

 

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილებიდან ჩანს, მარტვილის რაიონში გაზიფიცირების პროცესი დაწყებულია, მაგრამ 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და 2013 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დამატებულ აბონენტთა რაოდენობა ერთი და იგივეა (3015), რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის იანვრის შემდეგ ახალი აბონენტების დამატება არ მომხდარა. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით კი, 2013 წლის ბოლომდე მარტვილის რაიონში 2 414 აბონენტის დამატება უნდა მოხდეს.

 

16 დეკემბერს ჩვენ მარტვილის გამგებელს მამუკა დანელიას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მარტვილში გაზიფიცირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა. მისი თქმით, მხოლოდ მარტვილსა და ხუნწში დაემატა 265 აბონენტი. გამგებელმა აღნიშნა, რომ 2013 წელს გაზიფიცირება შენელებული ტემპით მიმდინარეობს და გამგეობა წერილის გაგზავნასაც კი აპირებს კომპანია სოკარში მიზეზების დასადგენად (მარტვილის გაზიფიცირებას კომპანია „სოკარი“ ახორციელებს).

 

იმის გასარკვევად, მიმდინარეობს თუ არა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში გაზიფიცირების პროცესი, ჩვენ ოფიციალური წერილით ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს მივმართეთ და შესაბამისი ინფორმაცია მოვითხოვეთ. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული პასუხების თანახმად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაზიფიცირების პროგრამის დაწყება 2015 წლისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კი, ჯერ ზუსტი თარიღი  ცნობილი არ არის.

 

დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა 2013 წელს გაზიფიცირების პროცესის შენელებულად მიმდინარეობაზე აკეთებს აქცენტს და ამის დასასაბუთებლად წინა წლების სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს.

 

ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სამინისტროდან 2010-13 წლებში საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობაც  მოითხოვა. ენერგეტიკის სამინისტრომ 2010-2013 წლებში საქართველოს მასშტაბით დამატებულ აბონენტთა რაოდენობა მოგვაწოდა, რასაც ცხრილის სახით ვაქვეყნებთ:

 

 

 

 

 

 

 

სულ გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა 31,12,2010

 

 

დამატებული აბონენტი/კომლი

 

 

 

 

 

 

 

2011

 

 

2012

 

 

2013 (1-ლ სექტემბრამდე)

 

 

სულ 2011-2013

 

 

 

აჭარის ავტ. რესპუბლიკა

 

21850

 

 

26,123

 

 

3,435

 

 

1950

 

 

31,508

 

 

 

გურია

 

4,767

 

 

1830

 

 

6,824

 

 

518

 

 

9,172

 

 

 

იმერეთი

 

87,626

 

 

20,299

 

 

26,749

 

 

575

 

 

47,623

 

 

 

კახეთი

 

35,716

 

 

4,278

 

 

22,329

 

 

2745

 

 

29,352

 

 

 

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

 

513

 

 

68

 

 

141

 

 

-

 

 

209

 

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

 

13,889

 

 

11150

 

 

7350

 

 

4,108

 

 

22,608

 

 

 

სამცხე-ჯავახეთი

 

13,894

 

 

8,502

 

 

3,057

 

 

3,792

 

 

15,351

 

 

 

ქვემო ქართლი

 

63430

 

 

7,629

 

 

16,301

 

 

4,079

 

 

28,009

 

 

 

მცხეთა მთიანეთი & შიდა ქართლი

 

38,898

 

 

7,529

 

 

15,503

 

 

4,943

 

 

27,975

 

 

 

სულ

 

280,583

 

 

87,408

 

 

101,689

 

 

22,710

 

 

211,807

 

 

 

 

 

 

ამ ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა წინა წლებში გაზიფიცირებულ აბონენტებთან შედარებით მართლაც  მკვეთრად შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ  დეპუტატი რიცხვებს არასწორად ასახელებს, მისი განცხადების ეს ნაწილი სწორად ასახავს რეალობას.

 

რაც შეეხება ვახტანგ ლემონჯავას განცხადების ნაწილს  ჩხოროწყუს რაიონში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით [მუხური-თაიას და მონგირი ახუთის გზის მშენებლობა], მის გადასამოწმებლად ჩვენ ოფიციალური წერილით  საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ  და ჩხოროწყუს რაიონში 2012-2013 წლებში დაგეგმილი, განხორციელებული ან შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა მოვითხოვეთ.

 

სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, ჩხოროწყუს რაიონში 2012-2013 წლებში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო დაგეგმილი:

 

 

  • ქ. ჩხოროწყუს წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. დასრულდა 2011 წელს. ბიუჯეტი - 582,148.58 ლარი.

 

 

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელისა და ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის რეკონსტრუქცია. დასრულდა 2012 წელს. ბიუჯეტი - 340, 261. 00 ლარი.

 

 

  • მუხური-თაიას და მონგირი-ახუთის გზის მშენებლობა. დასრულების ვადა 2013 წელი. ბიუჯეტი - 3 613 540 ლარი.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა.

 

საკითხში მეტი სიცხადის შესატანად, ჩვენ ოფიციალური წერილით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მივმართეთ.

 

საკრებულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონგირი-ახუთის ცენტრისა და მუხური-თაიას ცენტრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მოასფალტება მიმდინარეობს, რომელთა სამუშაოების ღირებულება 3 613 540 ლარს შეადგენს. წერილში ნათქვამი არ არის, რომ გზების მშენებლობა შეჩერებულია.  ჩვენ   ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ტელეფონითაც დავუკავშირდით და დავაზუსტეთ, მიმდინარეობს, თუ შეჩერებულია გზების მშენებლობა. მუნიციპალიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, მონგირი-ახუთის გზის მოასფალტება დასრულებულია, ხოლო მუხური-თაიას გზის მშენებლობა კი გრძელდება.

 

დასკვნა

 

ამჟამად, სამეგრელოს სამი რაიონიდან (მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა) გაზიფიცირების პროგრამა მხოლოდ ერთში, კერძოდ მარტვილში, მიმდინარეობს. თუმცა, 2013 წლის იანვრის შემდეგ 2013 წლის სექტემბრამდე ახალი აბონენტების დამატება არ მომხდარა. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე 2 414 აბონენტის დამატება უნდა მოხდეს. 16 დეკემბრის მდგომარეობით მარტვილსა და ხუნწში მხოლოდ 265 აბონენტი დაემატა. სხვა ორ რაიონში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, 2013-2014 წლებში გაზიფიცირება დაგეგმილი არ არის. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროგრამის დაწყება 2015 წლისათვისაა გათვალისწინებული. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, წლის განმავლობაში ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს და ის რაიონებიც დაემატოს, რომლებიც ამჟამად გეგმაში შეტანილი არ არის. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. მონგირი-ახუთის გზის მოასფალტება დასრულებულია, ხოლო მუხური-თაიას გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება  2013 წელს დამატებულ აბონენტების რაოდენობას, წინა წლებთან შედარებით რიცხვი ნამდვილად შემცირებულია. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, გაზიფიცირების შენელებული ტემპით მიმდინარეობა მთელი რიგი ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული [თუმცა, ეს „ობიექტური მიზეზები“ სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს] და ამჟამად ისეთ რაიონებშიც მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, რაც 2013 წლის გეგმის მიხედვით გათვალისწინებული არ იყო.

 

საკითხის შეწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება: „სამეგრელოს სამ რაიონში გაზიფიცირების პროცესი არ მიმდინარეობს და მუხური-თაიას და მონგირი-ახუთის გზის მშენებლობა არის შეჩერებული“, არის ნახევრად სიმართლე.