საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე NDI-ის ბოლო კვლევას

გამოეხმაურა და განაცხადა: „NDI-ის კვლევებს თუ გავაანალიზებთ, ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ისტორიულ მინიმუმზეა - 68% იყო 2016 წლის მარტში და ახლა არის 61%“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

კვლევა, რომელზეც კახიძე საუბრობს, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით (პირისპირ ინტერვიუს ფორმატში) სულ 3 141 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.8%-ია.

კვლევის

მიხედვით, კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი - გამოკითხულთა 61%-მა უპასუხა, რომ მისაღებია, ხოლო 25% ალიანსში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევს.

იმის დასადგენად, ნამდვილად შემცირებულია თუ არა ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, ჩვენ გასულ წლებში ჩატარებული ყველა ის კვლევა გავაანალიზეთ, რომელშიც ანალოგიური კითხვა იყო წარმოდგენილი. ზემოაღნიშნული კითხვა ორგანიზაციის მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე (2012-2016 წლებში) ჩატარებულ 14 კვლევაში იყო დასმული.

გრაფიკი 1:

ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა/მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი წლების მიხედვით

12

გრაფიკის მიხედვით, 2016 წლის ბოლო კვლევამდე ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა. ამ წელს ჩატარებულ ორ კვლევაში (ივნისის და აგვისტოს) ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე გამოკითხულთა 62-62% იყო. იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წელს ჩატარებული კვლევების შედეგებსა და 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს შორის სხვაობა მხოლოდ 1%-ია (რაც კვლევის საშუალო ცდომილებაზე (+/- 1.8%) დაბალი რიცხვია), ცალსახად ვერ ვიტყვით, მართლაც 2016 წლის კვლევაში დაფიქსირდა თუ არა ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი თავად ორგანიზაციას დაუკავშირდა. NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებით, „უკანასკნელ კვლევასა და 2012 წლის პირველ კვლევაში დაფიქსირებული მაჩვენებლები სტატისტიკურად ერთნაირია და იმის თქმა, თუ რომელში უფრო გაიზარდა ან შემცირდა ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, არ შეიძლება. თუმცა, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ „მიუღებელიას“ მაჩვენებელს, რომელიც ყველაზე მაღალი სწორედ უკანასკნელ კვლევაშია. ანუ, თუკი ნატოში გაწევრიანებას 2012 წელს გამოკითხულთა 10% ეწინააღმდეგებოდა, უკანასკნელ კვლევაში ეს მაჩვენებელი 25%-მდეა გაზრდილი“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, NDI-ის კვლევებში კითხვას - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი - 2012 წლიდან დღემდე ჩატარებულ კვლევებში ვხვდებით. იქამდე ჩატარებულ კვლევებში ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა ოდენობის დასადგენად ორგანიზაცია კითხვის განსხვავებულ ფორმულირებას გვთავაზობდა, მათში (მაგ. 2010 წლის აპრილისა და ივლისის კვლევები, 2011 წლის კვლევა

და ა.შ.) კითხვა შემდეგნაირად არის დასმული: რამდენად უჭერთ მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას? 2010 წლის აპრილის კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვმა (დაჯამებულია პასუხები: „სრულიად ვუჭერ მხარს“ და „ძირითადად მხარს ვუჭერ“) გამოკითხულთა 62% შეადგინა, ამავე წლის ივლისის კვლევაში კი - 65%.

რაც შეეხება 2011 წელს ჩატარებულ კვლევას,

კითხვაზე - რამდენად ემხრობით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას - დადებითად გამოკითხულთა 71%-მა (დაჯამებულია პასუხები: „სრულიად ვუჭერ მხარს“ და „ძირითადად მხარს ვუჭერ“) უპასუხა.

გრაფიკი 2:

ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა/მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი 2008-2011 წლების კვლევების მიხედვით

ro

დასკვნა

კითხვა - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? - NDI-ის დაკვეთით ბოლო 5 წლის მანძილზე (2012-2016 წლებში) ჩატარებულ 14 კვლევაში იყო დასმული.

აღნიშნული კვლევების თანახმად, 2012 და 2016 წელს, პროცენტულად, ზემოხსენებულ კითხვაზე დადებითად გამოკითხულთა თითქმის თანაბარმა რაოდენობამ უპასუხა. კერძოდ, 2012 წლის ორ კვლევაში (ივნისის და აგვისტოს) ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრე გამოკითხულთა 62-62% იყო, უკანასკნელ კვლევაში კი 61% დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წელს ჩატარებული კვლევების შედეგებსა და 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს შორის სხვაობა მხოლოდ 1%-ია (რაც კვლევის საშუალო ცდომილებაზე (+/- 1.8%) დაბალი რიცხვია), ცალსახად ვერ ვიტყვით, მართლაც 2016 წლის კვლევაში დაფიქსირდა თუ არა ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2016 კვლევის თანახმად, წინა წლების შედეგებთან შედარებით, გაზრდილია იმ გამოკითხულ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი (25%), რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.

ამდენად, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ოთარ კახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი