მიმდინარე წლის აპრილში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის ათვისების რეკორდული მაჩვენებელი აქვს. "მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო შავლიაშვილის სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობა. სამინისტროს ათვისება 107%-ს შეადგენს, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი" - განაცხადა პრემიერმა.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები გადაამოწმა.
2015 წლის პირველ კვარტალში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა 144.013 მლნ ლარი იყო, შესრულება კი - 154.462 მლნ ლარია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 107%-ია. იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენად არის ეს მაჩვენებელი რეკორდული, გასული წლების (2009-2014) ანალოგიური მონაცემები გავაანალიზეთ.
გრაფიკი 1: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 3 თვის შესრულება (%)
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მართლაც ყველაზე მეტი თანხა აითვისა. თუმცა, ეს მონაცემი მხოლოდ 0.1%-ით აღემატება 2011 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აქვე აღსანიშნავია, რომ წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტის ათვისების ყველაზე დაბალი მონაცემი (48.5%) 2014 წელს დაფიქსირდა.
მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ გავეცანით, როგორი იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების წლიური მაჩვენებელები 2009-2014 წლებში.
გრაფიკი 2: ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შესრულება (%)
დასკვნა
2015 წლის პირველ კვარტალში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით, 107.2%-ით შესრულდა. ბიუჯეტის მსგავსი ათვისების მაჩვენებელი გასული წლების (2009-2014) ანალოგიურ პერიოდში არ დაფიქსირებულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში სამინისტროს ბიუჯეტი 107.1%-ით შესრულდა, რაც 0.1% ჩამორჩება წლევანდელ მონაცემს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბიაშვილის განცხადება არის სიმართლე.
"წელს, პირველ კვარტალში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისება 107%-ია. ეს რეკორდული მაჩვენებელია"
22/04/2015
Правда
заявление точное и ажные детали в нем не отсутствуют
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные