2013 წლის 4 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე პრემიერმა ახალი მთავრობის პირობებში განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება მასწავლებლების ხელფასებზე და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც გაამახვილა. მისი თქმით: „გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები და ათობით მილიოინი ლარი გამოიყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის”.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
მასწავლებლების ხელფასებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ. საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია უწყებიდან დროულად მივიღეთ, მასწავლებლების ხელფასების შესახებ კი - ერთი თვის დაგვიანებით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. ამასთან, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია ყოველთვიური ვაუჩერული (თითოეულ საჯარო სკოლას ბავშვების რაოდენობის მიხედვით გადაეცემა შესაბამისი ოდენობის ვაუჩერი) დაფინანსებით. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში საჯარო სკოლის დირექცია მათთან დასაქმებული სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ხარჯების დაფინანსებას უზრუნველყოფს. საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ოდენობის გამოანგარიშება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის #576 ბრძანების შესაბამისად ხორციელდება. ის საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის გამოანგარიშების წესსა და პირობებს არეგულირებს.
სანამ უშუალოდ ხელფასების მატების თემას შევეხებით, საინტერესოა, იმ მექანიზმის განხილვა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლის პედაგოგების სახელფასო სარგო და მასზე დანამატების გაცემის წესი განისაზღვრება.
ზემოთ ხსენებული ბრძანება განსაზღვრავს, რომ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრივ სარგოზე დანამატს მოიცავს. მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის დანამატი გაიცეს.
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის მიხედვით, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ანგარიშდება: ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა; გ) სამუშაო დატვირთვა; დ) სამუშაოს სპეციფიკა.
საჯარო სკოლის მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია 5 საფეხურსა და შესაბამის კოეფიციენტებს მოიცავს.
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განმსაზღვრელია მასწავლებლის სამუშაო სტაჟიც, რომელიც სამ საფეხურს მოიცავს. თითოეულ საფეხურს შესაბამისი კოეფიციენტები აქვს მინიჭებული: ა) 5 წლამდე - 0,2;ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით - 0,5; გ) 10 წლის ზემოთ - 0,6.
საჯარო სკოლის პედაგოგის სახელფასო სარგოზე დანამატის გაცემა მისი სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებითაც ხდება. გარდა ამისა, მასწავლებლის სახელფასო სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვითაც, რომელიც 3 ტიპს მოიცავს.
საბოლოო სახით, საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის ხელფასის დაანგარიშება სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისათვის მინიჭებული კოეფიციენტებისა და საბაზო თანამდებობრივი სარგოს ერთმანეთზე გადამრავლებით ხდება.
რაც შეეხება საჯარო სკოლების პედაგოგების ხელფასების მატებას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წლის 19 თებერვალს გააჟღერა. 2013 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%–59%–ით გაიზარდა. კერძოდ:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარებს. სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია ერთსადაიმავე საჯარო სკოლაში, რიგ შემთხვევებში, ხორციელდება რამდენიმე წლის მანძილზე. რეაბილიტირებული საჯარო სკოლების 2009-2012 წლების სტატისტიკა კი ასეთია:
2009-2013 წლებში საჯარო სკოლების მშენებლობის ამსახველი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- გაიზარდა სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი (245-დან 305 ლარამდე);
- ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს;
- გაიზარდა კლასკომპლექტით (ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან მუშაობა) სწავლების დანამატი (24,5-დან 30,5 ლარამდე);
- გაიზარდა იმ მასწავლებლების დანამატი, ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის;
- გაიზარდა კლასის დამრიგებლის დანამატი (62,48-დან 76,25 ლარამდე);
- 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა;
- სერტიფიცირებულ პედაგოგს დანამატი იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ დაწყებითი საფეხურისპედაგოგის დატვირთვა კვირაში 13 საათს შეადგენს;
- სერტიფიცირების დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში 15-17 საათს შეადგენს.
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
|
24 764 430,76 |
14 166 026,47 |
29 011 457,97 |
52 953 280,92 |
39 620 871,21 |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
364 სკოლა |
302 სკოლა |
225 სკოლა |
535 სკოლა |
581 სკოლა |
- 2009 წელი - დასრულდა 1 საჯარო სკოლის მშენებლობა, 2 კი მშენებლობის პროცესში იყო;
- 2010 წელი - დასრულდა სამი საჯარო სკოლის მშენებლობა;
- 2011 წელი - დასრულდა 5 საჯარო სკოლის მშენებლობა;
- 2012 წელი - დასრულდა 9 საჯარო სკოლის მშენებლობა;
- 2013 წელი - დასრულდა 1 საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 8 საჯარო სკოლის მშენებლობა კი დაიწყო.