• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” განცხადება Factcheck.ge-ს Facebook გვერდის კლონის შესახებ

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” განცხადება Factcheck.ge-ს Facebook გვერდის კლონის შესახებ

15/10/2013
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
„საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)" 2013 წლის აპრილიდან ახორციელებს ინოვაციურ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროექტს FactCheck, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ამოწმებს პოლიტიკოსების განცხადებების სიზუსტეს. 27 მაისიდან პროექტს აქვს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე - https://www.facebook.com/Factcheck.ge. 1 აგვისტოდან კი ამუშავდა ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი www.factcheck.ge. პროექტის ფარგლებში ხდება საპარლამენტო სხდომებისა და საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განცხადებების სიზუსტის შემოწმება. ორგანიზაციისთვის ახლახანს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შეიქმნა პროექტის „კლონი", ყალბი ანალოგი, რომელიც პროექტის ლოგოს გამოყენებით, ფაქტ-მეტრის სახელით ავრცელებს სხვადასხვა სტატიებს - https://www.facebook.com/Checkfactge. გვერდზე, ასევე, არაკანონიერად არის მითითებული „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" სახელი და მისამართი. აღნიშნულ ქმედებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და წარმოადგენს ორგანიზაციის საავტორო უფლებების დარღვევას. გვერდზე აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი პრინციპით იდება www.factcheck.ge-დან აღებული სტატიები. ჩვენი სტატიების პარალელურად, ყალბი გვერდის შემქმნელები ავრცელებენ სხვა სახის ინფორმაციასაც და ფაქტ-მეტრის სახელით აფასებენ მათ სიზუსტეს. აღნიშნული ინფორმაციების გავრცელება ხდება პოლიტიკურად ანგაჟირებული, არაობიექტური და მიკერძოებული ფორმით და კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვას ემსახურება, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ფაქტ-მეტრის შექმნისა და მუშაობის მთავარ პრინციპს - სრული ნეიტრალურობის დაცვასა და მკითხველისთვის კვლევების სახით ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. არაერთ ჩვენს თხოვნას, დაუყოვნებლივ გაეუქმებინათ ეს გვერდი, შედეგი არ მოჰყოლია. ფაქტ-მეტრი აპირებს კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალების გამოყენებას აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად. ჩვენს მკითხველს კი შევახსენებთ, რომ FactCheck.ge-ს ავთენტური ფეისბუქ გვერდის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.factcheck.ge განთავსებულ შესაბამისი ბმულის/ღილაკის გამოყენებით. ბმული Factcheck.ge ავთენტურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Factcheck.ge ბმული კლონ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Checkfactge
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა