წლის 29 ივლისს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები“, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად 2013 წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივ ზრდასაც გულისხმობს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, თამბაქოზე აქციზის ზრდამ შესაძლოა სიგარეტის კონტრაბანდა გამოიწვიოს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განცხადა: „ჩვენ დღეის მდგომარეობით ვართ რეგიონში გამორჩეული დაბალი საგადასახადო განაკვეთებით. რეალურად ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს თუნდაც მცირე ცვლილებამ აქციზთან მიმართებაში“.
ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად გამოირჩევა საქართველო რეგიონში დაბალი საგადასახადო განაკვეთებით.
2005 წელს საქართველოს საგადასახადო სისტემაში რეფორმები განხორციელდა.გადასახადების უმრავლესობა გაუქმდა. 2005 წლამდე საქართველოში იყო 21 საგადასახადო განაკვეთი, დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული მაჩვენებლი 6-მდეა დაყვანილი.
- დღგ - (20%-დან შემცირდა 18%-მდე)
- საშემოსავლო გადასახადი - 20%
- მოგების გადასახადი - (20%-დან შემცირდა 15%-მდე)
- სააქციზო გადასახადი (განაკვეთი ცვლადია)
- ქონების გადასახადი (1%)
- საბაჟო გადასახადი (0%; 5% ან 12%)
ანგარიში სამ ძირითად მაჩვენებელს ეყრდნობა: 1) წლის განმავლობაში საშუალო გადამხდელისთვის გადასახადების რაოდენობა; 2) გადასახადებისთვის დახარჯული დრო; 3) საგადასახადო განაკვეთი ქვეყანაში.
„Paying Taxes 2013“ -ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში 185 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიკავა. მანამდე ის 39-ე ადგილს იკავებდა.
რაც შეეხება საგადასახადო განაკვეთებს, „Paying Taxes 2013“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. საქართველოს სრული საგადასახადო განაკვეთი 16,5%-ია, მაშინ როდესაც საშუალო რეგიონული მაჩვენებელი 41,3%-ია. დაბალი საგადასახადო განაკვეთის მიხედვით საქართველო რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა კოსოვო[1] 15,4%-ით, ხოლო პირველზე - მაკედონია 9,4%-ით.
„Paying Taxes 2013“ - ის ანგარიში აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში 20 ქვეყანას აერთიანებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ყაზახეთი, ისრაელი, მოლდოვა, ხორვატია, სერბეთი და ალბანეთი.
დასკვნამსოფლიო ბანკის (World Bank), საერთაშორისო საფინანსო კოორპორაციის (IFC) და კომპანია PricewaterhouseCoopers-ის (PWC) ერთობლივი ანგარიშის - „Paying Taxes 2013“ თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. დაბალი საგადასახადო განაკვეთის მიხედვით, საქართველო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ პავლე კუბლაშვილის განცხადება: „საქართველო დღეის მდგომარეობით რეგიონში დაბალი საგადასახადო განაკვეთებით გამოირჩევა“, არის სიმართლე.
_________________________ [1] საქართველო არ ცნობს კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას