• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, სურსათის ფასები 8.5%-ითა და ჯანდაცვის ხარჯები 8.1%-ით გაიზარდა

ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, სურსათის ფასები 8.5%-ითა და ჯანდაცვის ხარჯები 8.1%-ით გაიზარდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2025 წელს ინფლაციამ სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და 3.9%-ს მიაღწია.

12/01/2026
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2025 წელს ინფლაციამ სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და 3.9%-ს მიაღწია. 0.9 პროცენტული პუნქტი ბევრი არაა, თუმცა ფასების მატება ყველა პროდუქტზე თანაბარი არ ყოფილა. სურსათი 8.5%-ით, ხოლო ჯანდაცვა 8.1%-ით გაძვირდა. იმის გათვალისწინებით, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანი საკვებზე თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავს, ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება სხვებზე მეტად გაძვირდა.

სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად სურსათის ფასები გაიზარდა, მეორე ადგილზე ჯანდაცვაა, მესამეზე სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება. კავშირგაბმულობაზე, ტრანსპორტსა და ავეჯზე ფასები შემცირდა, თუმცა მათ ჯამურ ინფლაციაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ. საკვებისა და ჯანდაცვის ჯამური ხვედრითი წონა ინფლაციის გაანგარიშებისას 40%-ზე მეტია, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის კი 16%. ტრანსპორტის, უფრო ჩაშლილად კი ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯების 3%-იანმა კლებამ სურსათის უფრო სწრაფი ტემპით გაძვირება ვერ გადაფარა.

ცხრილი 1: ინფლაცია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2025 წელი გამონაკლისი არ ყოფილა. 2013-2025 წლებში, 13-დან 9 შემთხვევაში ინფლაციამ საკვებ პროდუქტებზე ზოგად ინფლაციას გადააჭარბა. შედეგად 2013-2025 წლებში სამომხმარებლო ფასები 73%-ით, ხოლო ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 113%-ით გაიზარდა. იმ პროდუქტებისა და მომსახურებების შესაძენად, რისთვისაც 2012 წელს 100 ლარი საკმარისი იყო, 2025 წელს 173 ლარი გახდა საჭირო, ხოლო იმ საკვები პროდუქტის შესაძენად, რისთვისაც 2012 წელს 100 ლარი კმაროდა, 2025 წელს მომხმარებელს 213 ლარის დახარჯვა მოუწევდა.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება (2012=100)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წლის განმავლობაში 30 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან/მომსახურებიდან 25 საკვებსა და ჯანდაცვას ეხება. სამომხმარებლო კალათა სულ 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს, საიდანაც 2025 წელს 199-ზე ფასი გაიზარდა, 92-ზე შემცირდა, 14-ზე კი არ შეცვლილა.

ცხრილი 2: TOP 30 ყველაზე გაძვირებული პროდუქტი/მომსახურება 2025 წელს


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინფლაცია ზოგადად საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ფასები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და მაშინ, როდესაც ფასების ზრდის ტემპი შემოსავლების ზრდის ტემპს აჭარბებს.

წლიური მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პირველ სამ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები 10.3%-11.7%-ით იზრდებოდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებელზე უფრო სწრაფად.

2025 წელს 70 წლამდე პირების პენსია 11.1%-ით - 315-დან 350 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების პენსია 8.4%-ით - 415-დან 450 ლარამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც პენსიის ზრდის ტემპი ინფლაციის ტემპს აჭარბებს, თუმცა არის რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორიც:

  1. ხელფასი ყველას თანაბრად არ გაზრდია, ვისაც ზრდა არ შეეხო, მისი რეალური შემოსავალი შემცირდა;
  2. პენსიის შემთხვევაში, ზრდის ტემპი დაახლოებით უთანაბრდებოდა სურსათისა და ჯანდაცვის ფასების ზრდის ტემპს, რამაც რეალური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა და ნაწილისთვის შესაძლოა, უარყოფითი მნიშვნელობისაც გახადა;
  3. შემოსავალთან ერთად ხარჯებიც ინდივიდუალურია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილისთვის შესაძლოა, ინდივიდუალური ინფლაცია ოფიციალურთან შედარებით ბევრად მაღალი ყოფილიყო.

ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3.3%-იანი ინფლაციაზეა გათვლილი, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-მდე უნდა შემცირდეს.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, სურსათის ფასები 8.5%-ითა და ჯანდაცვის ხარჯები 8.1%-ით გაიზარდა

    ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად 100 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს პირველად გადასცდება

    2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად...

    ვერდიქტის გარეშე
    განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია
  • ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში

    ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2026 | პერსონალური მონაცემების დაცვა