• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2024 წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა

2024 წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ FDI-ის ყველა კომპონენტის მიხედვით, რეგიონში სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია.

27/05/2025
ტყუილი
განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
Facebook Linkedin Twitter Print

აჭარის ა/რ მთავრობა, მათ შორის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასულ წლებში ხშირად აკეთებდა პოზიტიურ განცხადებებს რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (FDI). თუმცა ამ დრომდე სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, როგორი იყო FDI-ს მოცულობა 2024 წელს. შარშან „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მონაცემები, 2022-2023 წლების მიხედვით. ამჯერად გთავაზობს 2024 წლის მდგომარეობას, რომელსაც წინა წლის პარამეტრების ფონზე განვიხილავთ. შესაბამისი მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოგვაწოდა.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ FDI-ის ყველა კომპონენტის მიხედვით, რეგიონში სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია. კერძოდ, შემცირდა როგორც სააქციო კაპიტალი, ისე - რეინვესტიცია. გასულ წელს აჭარაში, ჯამურად, 42 547 400 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

ცხრილი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2023-2024 წლების კვარტლების მიხედვით, აშშ დოლარი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ 2024 აჭარაში, მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში FDI-ის მკვეთრი კლება დაფიქსირდა. ჯამში, 2023 წელთან მიმართებით, კლება 29%-ს შეადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი FDI-ის მთლიანი მოცულობის უდიდესი წილი რეინვესტიციაზე მოდის, ხოლო სააქციო კაპიტალის წილი კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2023 წელს.

ცხრილი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში, 2023-2024 წლები, კომპონენტების მიხედვით, აშშ დოლარი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, 2023 წელს FDI-ს მთლიან მოცულობაში, სააქციო კაპიტალის კომპონენტი, ინვესტიციის მთლიანი მოცულობის 27.8% იყო, ხოლო 2024 წელს 19.9%-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ახალი ინვესტიციების განხორციელების მხრივ, რეგიონში სიტუაცია აშკარად გაუარესებულია. თავის მხრივ, 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია რეინვესტიციის წილი. კერძოდ, თუ აღნიშნული კომპონენტი 2023 წელს ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 117.1%-ს აღწევდა (100%-ზე მაღალი ნიშნულის მიზეზი სავალო ვალდებულებები გახდა), 2024 წელს 92.3%-ზე ჩამოვიდა. ცალკე აღებული რეინვესტიცია პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ნეგატიური მოვლენაა, როცა ქვეყანაში ახალი ინვესტიციები აღარ შემოდის.

თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სექტორების მიხედვით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; ხელოვნება, გართობა და დასვენება (მოიცავს აზარტულ თამაშებსაც); ინფორმაცია და კომუნიკაცია. 2024 წელს კი, არაერთი მიმართულებით, მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, თუმცა არის სექტორები, რომლებშიც მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2023 წელს.

დიაგრამა 1. აჭარაში განხორციელებული FDI სექტორების მიხედვით, 2023-2024 წლები, აშშ დოლარი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ შარშან თვალშისაცემად იკლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ხელოვნება, გართობა და დასვენება; ტრანსპორტი და დასაწყობება; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სხვა. რაც შეეხება მატებას, ის გაზრდილია განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების სექტორში, დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში.

საინტერესოა აჭარაში FDI-ის მოცულობა ქვეყნების მიხედვით. ამ კუთხით, სურათი ასე გამოიყურება:

ცხრილი 3. FDI აჭარაში ქვეყნების მიხედვით, 2023-2024 წლები (ცხრილში მოცემულია მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთა მიერ განხორციელებული FDI აღემატებოდა 500 000 აშშ დოლარს, ან, საანგარიშო პერიოდში, მკვეთრად შეიცვალა)


წყარო: საქსტატი, დანართი 1 დანართი 2

შენიშვნა:... მონაცემები კონფიდენციალურია; * წინასწარი მონაცემები

ცხრილ 2-ზე დაკვირვებით აშკარაა, რომ 2024 წელს გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და რუსეთიდან, ჯამში, 30 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა, 2023 წელს კი ამავე ქვეყნებიდან 45 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციები 5-ჯერ შემცირდა ყაზახეთიდანაც, თურქეთიდან კი თითქმის 7-ჯერ გაიზარდა. თურქეთის წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 99.7%-ს მიაღწია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მხოლოდ აჭარაში არ ფიქსირდება. 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შედარებით დაბალი ტემპით - 30%-ით (1.902-დან 1.334 მლრდ დოლარამდე) შემცირდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა