• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 10.8 ათასით (4.7%-ით) გაიზარდა

21/05/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7% შეადგინა. ამავე პერიოდში დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი 15+ ასაკის მოსახლეობაში) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.8% შეადგინა. 2025 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 54.8% იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. შესაბამისად, გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობაც, ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის 45.2% (1 347.7 ათასი ადამიანი) სამუშაო ძალის გარეთაა, ანუ არაა დასაქმებული და არც სამუშაოს მაძიებელი, ხშირ შემთხვევაში ეს არის იმედდაკარგული მუშახელი.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, უმუშევრობის დონე, დასაქმების დონე (%)


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა 4.7%-ით (10.8 ათასით) გაიზარდა და 239.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 0.5%-ით (7.6 ათასით) შემცირდა და 1 392.4 ათასი შეადგინა. საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 0.6%-ით (5.3 ათასით) გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 3%-ით (13.5 ათასით) შემცირდა. 2025 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.8% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 0.8 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამრიგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონის ზრდა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებით არის განპირობებული.

გრაფიკი 2: დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით (ათასი)


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, 2022-2024 წლებში ქვეყანაში უმუშევრობა/დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესების მხრივ დადებითი დინამიკა იყო. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ეს ტენდენცია 2025 წლის I კვარტალში შეიცვალა - დასაქმების დონე შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე გაიზარდა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა