• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარაში ახალი სამინისტრო შეიქმნა - 44 მლნ 500 ათასი ლარი კულტურის სამინისტროსთვის, საიდანაც თითქმის ნახევარი  შრომის ანაზღაურებაზე გაიხარჯება

აჭარაში ახალი სამინისტრო შეიქმნა - 44 მლნ 500 ათასი ლარი კულტურის სამინისტროსთვის, საიდანაც თითქმის ნახევარი შრომის ანაზღაურებაზე გაიხარჯება

რამდენად ეფექტიანად იმუშავებს კულტურის სამინისტრო, ამას მომავალში შევაფასებთ. ახლა გაგაცნობთ, რომელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს განახორციელებს ის 2025 წლის განმავლობაში, რა მოცულობის დაფინანსება ექნება და როგორ აისახება ახალი ხარჯები ბიუჯეტზე.

07/03/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სფეროები, რომელთა მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად შეიძლება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროები შეიქმნას, განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. ესენია: განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ფინანსების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროები. 2025 წლის 1 მარტამდე აჭარაში ფუნქციონირებდა ოთხი სამინისტრო: ფინანსთა და ეკონომიკის; განათლების, კულტურისა და სპორტის; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; სოფლის მეურნეობის. „ქართული ოცნების“ რეგიონული მთავრობისა და დეპუტატების გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურა გამოეყო. რაც დარჩა - განათლება და სპორტი - კვლავ მაია ხაჯიშვილის დაქვემდებარებაში იქნება, ხოლო ახლად შექმნილ კულტურის სამინისტროს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. თორნიკე რიჟვაძემ ის უკვე წარადგინა. რიჟვაძემ წარდგენისას განაცხადა, რომ აჭარას კულტურის სფეროში უდიდესი პოტენციალი აქვს და მისი გაძლიერების მიზნით, მიზანშეწონილად ჩათვალეს კულტურის სამინისტროს შექმნა.

რამდენად ეფექტიანად იმუშავებს კულტურის სამინისტრო, ამას მომავალში შევაფასებთ. ახლა გაგაცნობთ, რომელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს განახორციელებს ის 2025 წლის განმავლობაში, რა მოცულობის დაფინანსება ექნება და როგორ აისახება ახალი ხარჯები ბიუჯეტზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაფინანსება 44 482 700 ლარით დაიგეგმა. აქედან 21 634 600 ლარი 1 893 მომუშავის (მხოლოდ შტატში დასაქმებულები) შრომის ანაზღაურებაზე გაიწერა. ეს კი ახალი უწყების მთლიანი ასიგნებების 48.6%-ს შეადგენს. კულტურის სამინისტროს კოდი 08 00 მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაფინანსება აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 26 თებერვლის ცვლილების შემდეგ გაჩნდა და პროგრამების/ქვეპროგრამების ხარჯები გათვალისწინებულია მარტიდან. ამდენად, მომავალი წლის ბიუჯეტში დაფინანსება, ამ გარემოების გათვალისწინებითაც, გაიზრდება. მართალია, კულტურის სამინისტრო გამოეყო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორივე უწყების ხარჯებიცა და დასაქმებულთა რაოდენობაც ჯამურად იმ მაჩვენებლის ტოლია, რომელიც სამინისტროსთვის წლის დასაწყისში (სამინისტროს გაყოფამდე) დაიგეგმა.

კერძოდ, აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დამტკიცდა, განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსების მიზნით, გათვალისწინებული იყო 154 000 000 ლარი. აქედან 35 725 800 ლარი - შრომის ანაზღაურების მუხლისთვის. სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა კი 2 392 ათას ადამიანს შეადგენდა. დანართი 1 კულტურის სფეროს გამოყოფის შემდეგ, განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 116 319 900 ლარს შეადგენს, შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრულია 15 357 400 ლარი, ხოლო დასაქმებული იქნება 528 ადამიანი (არ მოიცავს შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობას). თუ დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ ორივე სამინისტროს შემთხვევაში, მთლიანი დაფინანსება 160 802 600 ლარია, რაც 6 802 600 ლარით მეტია, ვიდრე წლის დასაწყისში გამოყოფილი იყო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის. ორი სამინისტროს მომუშავეების შრომის ანაზღაურების მოცულობაც შეადგენს 36 992 000 ლარს. ეს კი 1 266 200 ლარით მეტია, ვიდრე ერთი სამინისტროს ფარგლებში იყო დაგეგმილი. ასევე, თუ გაყოფამდე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იყო 2 392 მომუშავე, მარტიდან ორივე სამინისტროში დასაქმებული (შტატით) იქნება 29 ადამიანით მეტი ანუ 2 421 პირი. რაც ამ ეტაპზე ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ელისო ბოლქვაძეს ეყოლება ოთხი მოადგილე. ეს განსაზღვრულია დადგენილებით სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 მარტიდან შევიდა.

კულტურის მიმართულებით არსებული პროგრამები, შესაბამისად, 1 მარტიდან კულტურის სამინისტროში გადმოვიდა. მათვის დაგეგმილი დაფინანსების მოცულობა იხ. ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს პროგრამები/ქვეპროგრამები, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

08 01

კულტურის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა

3 144 100

08 02

კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა

2 637 600

08 03

კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა

267 900

08 04

ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა

608 400

08 05

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

448 000

08 06

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია

8 539 400

08 07

მუზეუმებისა და გალერეების განვითარება

4 895 300

08 08

სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა

15 789 100

08 09

ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა

298 900

08 10

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა

7 853 900

წყარო: აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი

საინტერესოა, რომ პროგრამა „კულტურის სფეროს შემუშავება და მართვა“ შედიოდა „განათლების მართვის, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის“ პროგრამაში, რომლისთვისაც წლის დასაწყისში გამოყოფილი იყო 5 195 600 ლარი, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობა - 71. სამინისტროდან კულტურის გამოყოფის შემდეგ, განათლების სამინისტროს დარჩა „განათლების მართვა, სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა“, რომელიც 4 914 100 ლარით დაფინანსდება, ხოლო დასაქმებული იქნება 58 ადამიანი. კულტურის სამინისტროს შესაბამის პროგრამაზე კი - კულტურის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა - 3 144 100 ლარი უნდა გაიხარჯოს. პროგრამის ფარგლებში, მომუშავეთა რიცხოვნობა 39-ს შეადგენს. გამოდის, რომ სამინისტროს გაყოფის შემდეგ, ამ ორი პროგრამის დაფინანსება გადასახადების გადამხდელებს, ჯამში, 8 058 200 ლარი ანუ 2 862 600 ლარით მეტი დაუჯდებათ. მომუშავეთა რიცხოვნობა კი 26-ით მეტია, ვიდრე ერთი სამინისტროს ფარგლებში მოქცეული პროგრამის შემთხვევაში იყო.

ასევე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია“, რომელიც ცვლილებამდე 7 820 800 ლარით ფინანსდებოდა, მარტიდან 8 539 400 ლარით დაფინანსდება. ეს მატება გამოწვეულია შრომის ანაზღაურების მოცულობის ზრდით. კერძოდ, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფარგლებში, აღნიშნული მიმართულებით დასაქმებულ 57 ადამიანის ხელფასებზე გაწერილი იყო 1 345 600 ლარი. მას შემდეგ, რაც ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, ანუ 1 მარტიდან, პროგრამის განხორციელებაზე კვლავ 57 ადამიანი იმუშავებს, თუმცა შრომის ანაზღაურება 1 140 100 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მოადგილეთა რაოდენობა გაიზარდა აჭარის სხვა სამინისტროებშიც. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რამდენიმე აქტიური წევრი, რომლებიც ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე გამსვლელ სიაში არ შეიყვანა, სხვადასხვა სამინისტროში მოადგილეებად დანიშნა. ჯამში, შარშანდელთან შედარებით, 44-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან იღებენ (შტატში დასაქმებულები). რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის მთლიან მოცულობას, ის 74 427 000 ლარს შეადგენს.

ცხრილი 2. ადმინისტრაციული ხარჯები, აჭარის ა/რ 2024 წლის ფაქტი, 2025 წლის ბიუჯეტის პირვანდელი და დაზუსტებული გეგმა


წყარო: აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი

შეგახსენებთ, რომ ამ ორი მუხლის - „შრომის ანაზღაურება“ და „საქონელი და მომსახურება“ - ჯამური ოდენობა არის ადმინისტრაციული ხარჯი. თავის მხრივ, „საქონელი და მომსახურება“ მოიცავს შრომითი ხელშეკრულებებით (შტატგარეშე) დასაქმებულთა ხელფასებს, სამივლინებო, ოფისის, კვების, სამედიცინო, რბილი ინვენტარის შეძენის, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობის ხარჯებს. როგორც ვხედავთ, შარშან ადმინისტრაციული ხარჯი 135 784 900 ლარი იყო, 2025 წლის გეგმა კი, ცვლილებამდე, 30 144 900 ლარით მეტს ანუ 165 929 800 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტის არსებულ (შეცვლილ) პარამეტრებს, 1-ელი მარტიდან ადმინისტრაციული ხარჯი კვლავ გაზრდილად, 168 736 500 ლარით დაიგეგმა. ეს კი 2025 წლის ბიუჯეტის საწყის გეგმაზე 2 806 700 ლარით მეტია, ხოლო 2024 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს 32 951 600 ლარით აღემატება. როგორც ცხრილი 2 აჩვენებს, გაზრდილია მომუშავეთა რიცხოვნობაც.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა