• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ილონ მასკის გამოგონილი ციტატა გავრცელდა

სოციალურ ქსელში ილონ მასკის გამოგონილი ციტატა გავრცელდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

31/01/2025
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის ციტატა: „ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას“ (1, 2, 3, 4; 5). ციტატა გაავრცელეს მედია საშუალებებმაც, მათ შორის, „რუსთავი 2-მა“; „ნიუსჰაბმა“; „პრაიმ ტაიმმა“ და „რადიო იმედმა“. რეალურად, ილონ მასკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.

ილონ მასკის ციტატა მის ოფიციალურ X-ანგარიშზე არ იძებნება. ციტატა არ გამოუქვეყნებია არც ერთ ინგლისურენოვან სანდო მედიას. თანაც, ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას წარმოადგენს და მსგავსი განცხადება არა ერთი მედიის ყურადღებას მიიპყრობდა. გამოგონილი ციტატა, რომელსაც ამერიკელ მილიარდერს მიაწერენ, მხოლოდ ერთ ინგლისურენოვან X-ანგარიშზე გვხვდება, სახელწოდებით : „Sprinter Observer“. ანგარიშს, რომელსაც 607 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, დეზინფორმაცია აქამდეც არა ერთხელ გაუვრცელებია (1; 2; 3).

ღია წყაროებში ილონ მასკსა და ირანთან დაკავშირებით, მასკისა და ირანის ელჩის შეხვედრის ინფორმაცია იძებნება. შეხვედრა 2024 წლის ნოემბერში შედგა. შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი ბოლოს საჯაროდ 25 იანვარს Alternative für Deutschland (AfD) წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიდეოჩართვით გამოჩნდა. მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებს მიმართა. ამ მიმართვის დროს მას ირანთან დაკავშირებით არ უსაუბრია. მიმართვის შემდეგ ილონ მასკს საჯარო ინტერვიუ არ ჰქონია.

ამგვარად, ილონ მასკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ - იცით, რომ ეუთო\ოდირის მისია გვყავდა მოწვეული - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა

    არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 430%-ით გაიზარდა

    2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • 2026 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებები პრიორიტეტად ნარჩუნდება, პენსიების გაცემაზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება

    2026 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა