• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2019-დან 2023 წლამდე ექსპორტი 60%-ით და სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა

2019-დან 2023 წლამდე ექსპორტი 60%-ით და სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

05/12/2024
მეტწილად სიმართლე
განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
Facebook Linkedin Twitter Print

ლევან დავითაშვილი: 2019-დან 2023 წლამდე ექსპორტი 60%-ით და სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2019-დან 2023 წლამდე ექსპორტი 3.8 მლრდ-დან 6.1 მლრდ დოლარამდე, იმპორტი 9.5-დან 15.6 მლრდ-მდე და სავაჭრო ბრუნვა 13.3-დან 21.7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, ექსპორტის ზრდის ტემპმა 60%-ს, ხოლო სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპმა 63%-ს მიაღწია, თუმცა გასათვალისწინებელია ექსპორტის სტრუქტურაც, 2019-2023 წლებში ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 19%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი - 125%-ით. უფრო მეტიც, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2021 და 2022 წლებში. ეკონომიკური თვალსაზრისით, რეექსპორტიც მომგებიანია, თუმცა ადგილობრივ ექსპორტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სავაჭრო ბრუნვის ნომინალური ზრდა ინფლაციამაც დააჩქარა. სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელობისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდაში ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა (დამტკიცებამდე) პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა: „2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა“.

საქსტატის მონაცემებით, 2019-2023 წლებში ექსპორტი 60%-ით ( 3.8 მლრდ-დან 6.1 მლრდ დოლარამდე), იმპორტი 64%-ით (9.4 მლრდ-დან 15.6 მლრდ-მდე) და სავაჭრო ბრუნვა 63%-ით (13.3-დან 21.7 მლრდ დოლარამდე) გაიზარდა.

რიცხვები ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება, თუმცა არის გასათვალისწინებელი გარემოება: სავაჭრო ბრუნვის ზრდა რეექსპორტის ხარჯზე 2022 წლიდან დაჩქარდა. რეექსპორტი 2019-2023 წლებში მთლიან ექსპორტთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალი ტემპით - 125%-ით, გაიზარდა. იმავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპმა მხოლოდ 19% შეადგინა. 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტი ურო ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წელს.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეექსპორტი ნეგატიური შინაარსის მოვლენას არ წარმოადგენს და ეკონომიკური თვალსაზრისით, ისიც მომგებიანია, თუმცა ადგილობრივ ექსპორტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ადგილობრივი ექსპორტით მეტი სამუშაო ადგილი ჩნდება, მეტი თანხები მიემართება ქვეყნის ბიუჯეტში და მეტი დამატებითი ღირებულება იქმნება.

გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც რეექსპორტში, ასევე მთლიან ექსპორტში პირველი ადგილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია. მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილზეა იმპორტშიც. ავტოექსპორტმა 2021 წელს 457 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელს კი 2.1 მლრდ-ს გადააჭარბა. თანხობრივად ექსპორტი 365%-ით გაიზარდა, რაოდენობრივად 70%-ით. თუ 2019 წელთან შევადარებთ, თანხობრივი ზრდა 190% იქნება, რაოდენობრივი კი - მხოლოდ 0.5%. 2019 წელს ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ღირებულება 6.8 ათას დოლარს შეადგენდა, 2021 წელს - 7.1 ათას დოლარს და 2023 წელს - 19.7 ათას დოლარს. საექსპორტო ფასმა ზრდა 2024 წელსაც განაგრძო და ერთეულის საშუალო ღირებულებამ 10 თვეში 22.7 ათას დოლარს მიაღწია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ავტოექსპორტი ნახტომისებურად შუა აზიაში გაიზარდა. 2021 წელს ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჯამში 41 მლნ-ის 4753 ავტომობილი გავიდა, 2023 წელს 1.2 მლრდ დოლარის ღირებულების 56 727 ავტომობილი და 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 1.6 მლრდ-ია ღირებულების 68 619 ავტომობილი.

გრაფიკი 3: ავტოექსპორტი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მისი ვარდნა ძირითადად სპილენძის მადნებსა და ფეროშენადნობებზე მოთხოვნის კლებას უკავშირდება. 2022 წელთან შედარებით შემცირებულია მინერალური და აზოტოვანი სასუქის გაყიდვებიც.

გრაფიკი 4: უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ადგილობრივი ექსპორტიდან


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იმპორტის 64%-იან ზრდაშიც მნიშვნელოვანი გავლენა ისევ და ისევ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა იქონია. დიდწილად რეექსპორტის გავლენით, 2019-2023 წლებში, ავტოიმპორტი 1.1 მლრდ-დან 3.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვის ზრდაში დამატებით ინფლაციის გავლენაც უნდა აღინიშნოს. 2019-2023 წლებში ნავთობპროდუქტების იმპორტი თანხობრივად 54%-ით - 758 მლნ დოლარიდან 1.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაოდენობრივად კი მხოლოდ 16%-ით - 1.2-დან 1.4 მლნ ტონამდე.

საერთო ჯამში, 2019 წლიდან 2023 წლამდე, სავაჭრო ბრუნვა მართლაც 63%-ით და ექსპორტი 60%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ზრდაში გადამწყვეტი როლი რეექსპორტის ზრდამ, უფრო კონკრეტულად კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ შეასრულა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ექსპორტთან ერთად იმპორტიც და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც თითქმის ორმაგად გაზარდა. საანგარიშო პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტიც გაიზარდა, ოღონდ მხოლოდ 19%-ით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სავაჭრო ბრუნვის ნომინალური ზრდა ინფლაციამაც დააჩქარა. სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელობისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდაში ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

თეგები:
ექსპორტი
სავაჭრო ბრუნვა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა