მცდარი ინფორმაცია ხელვაჩაურის მე-16 საარჩევნო უბნის ქვითრებთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში ხელვაჩაურის მე-16 საარჩევნო უბანზე განთავსებული ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების მიერ საარჩევნო დღის ბოლოს ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ორი ქვითრის სურათი გავრცელდა, რომლებზეც განსხვავებული მონაცემები არის ასახული (1, 2). სურათების გამავრცელებლების მიხედვით, აღნიშნული ქვითრები რამდენიმე წუთის სხვაობით არის ამობეჭდილი. აღნიშნული სურათები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ბეჟაშვილმა და ეკა ხერხეულიძემაც გაავრცელეს და მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული შემთხვევა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებაა.