• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 14%-მდე შემცირდა

რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 14%-მდე შემცირდა

წლების განმავლობაში რუსეთი ფულად გზავნილებში უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, 2024 წლის მესამე კვარტალში კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა

22/10/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წლის მესამე კვარტალში, რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი 14.2%-მდე შემცირდა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. როგორც წილობრივად - 14%, ასევე თანხობრივად - 124 მლნ დოლარი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სტატისტიკური მონაცემები კვარტალურ ჭრილში მინიმალურ მაჩვენებელზეა.

საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ჯამურად 872 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. 150 მლნ დოლარით, პირველი ადგილი შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, 148 მლნ-ით მეორეზე იტალია გავიდა, 124 მლნ-ით მესამეზე რუსეთი. შედარებისთვის 2023 წლის მესამე კვარტალში რუსეთიდან 195 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2022 წლის მესამე კვარტალში - 385 მლნ.

წლების განმავლობაში ფულად გზავნილებში რუსეთი უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა მისი წილი სხვა ქვეყნებიდან გზავნილების ზრდის ფონზე ეტაპობრივად მცირდებოდა. თუ 2013 წელს რუსეთის წილი 54%-ს შეადგენდა, 2021 წელს უკვე 18%-მდე იყო შემცირებული. კლება 2022 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა და პირველ კვარტალში 13%-მდე შემცირდა, თუმცა აპრილიდან ნახტომისებური ზრდა დაიწყო და მეოთხე კვარტალში 60%-ს მიაღწია. მთლიანად წლის განმავლობაში კი 47%-ს გაუტოლდა.

გრაფიკი 1: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ომის მეორე წელს, რუსეთის წილი 37%-მდე შემცირდა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში - 18%-მდე. 9-თვიან ჭრილში 446 მლნ-ით რუსეთი ისევ პირველ ადგილზეა, თუმცა 424 მლნ-ით აშშ და 417 მლნ-ით იტალია მას ძალიან ახლოს მიჰყვებიან. იმ შემთხვევაში, თუ მეოთხე კვარტალში გზავნილები პროცენტულად მესამე კვარტლის მსგავსად გადანაწილდა, მაშინ ის პირველ ადგილს წლიურ ჭრილშიც დაკარგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რაიმე კარდინალურად არ შეიცვალა, რისი წინაპირობაც ამ ეტაპზე არ არსებობს, რუსეთის წილი მიმდინარე წელს 20%-ზე დაბალი იქნება.

რუსეთიდან გზავნილების წილი არაბუნებრივად მაღალ ნიშნულს ზედიზედ 5 კვარტალი ინარჩუნებდა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რამაც რუსეთიდან მიგრანტთა ნაკადისა და გზავნილების ზრდაზეც იქონია გავლენა. 2023 წლის მეორე ნახევრიდან მკვეთრად იკლო და თანდათანობით ომამდელ ნიშნულს მიუახლოვდა.

გრაფიკი 2: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილის მიმღებებს მოქალაქეობის მიხედვით არ აღრიცხავს. შესაბამისად, ვერ დგინდება, რუსეთის შემთხვევაში, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებზე თანხა რა პროპორციით ნაწილდება. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების 17% ერთ წელზე მეტი ვადით იმყოფებოდნენ ან აპირებდნენ დარჩენას საქართველოში.

ფულადი გზავნილები მშპ-ის ფორმირებაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მის ერთ-ერთ კომპონენტზე - მოხმარებაზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, ბოლო დრომდე გზავნილებზე დამოკიდებულება მუდმივად იზრდებოდა. 2003 წელს გზავნილების წილი ეკონომიკაში 6.2%-ს შეადგენდა, 2012 წელს - 10.7%-ს მიაღწია, 2022 წელს კი - 15.6%-ს. ომამდეც, 2021 წელს გზავნილების წილი 14.2%-ს აღწევდა, რაც აგრეთვე რეკორდული იყო, თუმცა 2023 წელს 13.8%-მდე შემცირდა. გზავნილების თანხობრივი კლებისა (9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 727 მლნ დოლარით 2.5 მლრდ დოლარამდე შემცირდა) და ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით, გზავნილებზე დამოკიდებულება 2024 წელსაც უნდა შემცირდეს.

2013-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეების უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 285 ათასს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში მიგრაციული პროცესი დაჩქარდა. მხოლოდ 2022-2023 წლებში ქვეყანა 118 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. მაღალმა მიგრაციამ გზავნილების ზრდის პროცესი დააჩქარა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გზავნილები 2020 წელსაც გაიზარდა, იმ გამონაკლის წელს, როდესაც პანდემიის გამო დადებითი მიგრაციული სალდო აღინიშნა.

ბოლო პერიოდში გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად შეერთებული შტატებიდან გაიზარდა. მიმდინარე წლის 7 თვეში შეერთებული შტატებიდან საქართველოში 317 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ორჯერ მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდანაც სტაბილურად იზრდება. ივლისის მდგომარეობით, აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ჯამური წილი ფულად გზავნილებში 60%-ს აღემატება.

თეგები:
ფულადი გზავნილები
გიორგი ელიზბარაშვილი
გიორგი ელიზბარაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა