• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია, თითქოს მიხაელ როთმა ქართული საზოგადოება სულელად მოიხსენია

მანიპულაცია, თითქოს მიხაელ როთმა ქართული საზოგადოება სულელად მოიხსენია

ვერდიქტი: მანიპულაცია

08/10/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წლის 16 სექტემბერს საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში როთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ლგბტქი+ თემის უფლებადამცველებს, ოპოზიციურ პარტიების წევრებს და პრეზიდენტს შეხვდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს (1, 2, 3).

16 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მიხაელ როთმა პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) პოსტი გამოაქვეყნა აღწერით „ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს.“

ტელეკომპანია „იმედმა“, საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ტაიმმა”, ტიკტოკ არხმა „ფუკოს ქანქარამ“, ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) როთის პოსტის აღწერის ნაწილი - „ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელო!” - არასწორი კონტექსტით გაავრცელეს, თითქოს როთი სულელად ქართულ საზოგადოებას მოიხსენიებს. „მიხაელ როთი ქართული საზოგადოების მისამართით კვლავ შეურაცხმყოფელ განცხადებას ავრცელებს“, ვკითხულობთ იმედის პოსტში. „თან ენჯეო სექტორთან, ხალხთან რომელსაც თავადვე უხდიან ფულს, ფოტოებს იღებს და დანარჩენ ხალხს სულელებს გვეძახის“, ნათქვამია „ფუკოს ქანქარას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში (00:44 წუთი).


სინამდვილეში, როთის მიერ გამოყენებული ფრაზა „ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელო!“ (It’s the civil society, stupid!), 1992 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ბილ კლინტონის მრჩევლის, ჯეიმს კარვილის მიერ გამოგონილი ცნობილი ფრაზის შეცვლილი ვარიანტია - „ეს ეკონომიკაა, სულელო!“ (It’s the economy, stupid!).

1992 წელს აშშ ეკონომიკურ რეცესიას განიცდიდა და არსებობდა აღქმა, რომ იმდროინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ უფროსი, ამერიკელი მოქალაქეების ეკონომიკურ საჭიროებებს კარგად არ იცნობდა და შესაბამისად, გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობდა. ჯეიმს კარვილმა ბილ კლინტონის საარჩევნო კამპანიის წევრებს უთხრა, რომ კამპანიის გზავნილების გაჟღერებისას ეკონომიკის მნიშვნელობაზე ყოველთვის გაესვათ ხაზი, რის შემდეგაც ფრაზა „ეს ეკონომიკაა, სულელო!“ კლინტონის კამპანიის ერთ-ერთ მთავარ სლოგანად იქცა. აღნიშნულმა ფრაზამ წლების განმავლობაში პოპულარობა მოიპოვა და ამერიკულ საზოგადოებაში დამკვირდრა, მას შემდეგ კი პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების მიერ სხვადასხვა ვარიაციით ხშირად გამოიყენება ამათუიმ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის, მაგალითად, “ეს დეფიციტია, სულელო!“, „ეს ინფრასტრუქტურაა, სულელო!“, „ეს გარემოა, სულელო!“, “ეს ჯანდაცვაა, სულელო!“ და მრავალი სხვა.

გარკვეულ შემთხვევებში, აღნიშნული ფრაზის ადრესატები კონკრეტული პოლიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან. მაგალითად, კარვილის ფრაზა აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტს და საპრეზიდენტო არჩევნებში ბილ კლინტონის ოპონენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს და რესპუბლიკურ პარტიას მიემართებოდა. თუმცა, უმეტესწილად, მსგავსს ფრაზებს კონკრეტული ადრესატები არ ჰყავთ, ზოგად ხასიათს ატარებენ და სპეციფიურ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის გამოიყენება. რაც მთავარია, ფრაზის არცერთი ვარიაცია გამოიყენება საზოგადოების დახასიათებისთვის ან საზოგადოებასთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ მანიპულაციურად გავრცელდა მიხაელ როთის წინა ვიზიტის დროს, 2024 წლის მაისში გაკეთებული განცხადებაც, თითქოს მან თქვა, რომ „მართლმადიდებლობით საქართველოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება.“

ამავდროულად, როთის საქართველოში ვიზიტის პარალელურად მის წინააღდეგ დისკრედატიციული კამპანია მიმდინარეობდა, რომელიც ხაზს უსვამდა მის სექსუალურ ორიენტაციას. ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არაერთხელ იქნა მოხსენიებული როგორც „გათხოვილი კაცი“ და „ლგბტქ+ დეპუტატი“, რომელიც „ჩახდილებთან“ ჩამოვიდა.

ამდენად, მიხაელ როთმა დასავლეთში ცნობილი და დამკვიდრებული ფრაზის - „ეს ეკონომიკაა, სულელო!“ - განსხვავებული ვარიანტი გამოიყენა. აღნიშნული ფრაზა და მისი სხვადასხვა ვარიაცია კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღებების მიმართ გამოიყენება ან ადრესატი საერთოდ არ ჰყავს და მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების გამახვილებას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, მიხაელ როთის ფრაზის ინტერპრეტირება, თითქოს მან ქართულ საზოგადოებას უწოდა „სულელი“, უსაფუძვლოა და შესაბამისად, მტკიცება მანიპულაციურია.

თეგები:
Michael Roth
მიხაელ როთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა