• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: საქართველო „ადამიანის უფლებების ინდექსით“ ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11-წლიანი პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა

დეზინფორმაცია: საქართველო „ადამიანის უფლებების ინდექსით“ ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11-წლიანი პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა

ვერდიქტი: მცდარი

23/09/2024
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: საქართველო „ადამიანის უფლებების ინდექსით“ ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11-წლიანი პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა

ვერდიქტი: მცდარი

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“, ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ინდექსი (Human Rights Index) გამოაქვეყნა. ეს ინდექსი, თავის მხრივ, დემოკრატიის კვლევის ცენტრის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) სამოქალაქო თავისუფლებების ინდექსის (Civil Liberties Index) მონაცემებს ეფუძნება, რომელიც აჩვენებს რამდენად თავისუფალია ხალხი ხელისუფლების მხრიდან წამებისგან, პოლიტიკური მკვლელობებისა თუ იძულებითი შრომისგან. გარდა ამისა, იკვლევს, რამდენად დაცულია საკუთრების, გადაადგილების, რელიგიის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებები.

ინდექსების მცდარ ანალიზზე დაყრდნობით, მედიასაშუალებებმა - TV-იმედმა და რუსთავი 2-მა საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია მანიპულაციურად გაავრცელეს (იხ. ბმული 1 , ბმული 2 , ბმული 3, ბმული 4).

აღნიშნული მედიასაშუალებების ცნობით, „საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11-წლიანი პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა“.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველო 0,87 ქულით შეფასდა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება 2015-2022 წლების თითოეულ მაჩვენებელს. შესაბამისად, 2023 წლის შეფასება ბოლო 8 წელში ასახულ ყველა მონაცემზე დაბალია. გარდა ამისა, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მაჩვენებლები თანდათან მცირდება, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების ვითარების გაუარესებაზე მეტყველებს. ეს ფაქტორი ზემოთ ხსენებულმა მედია საშუალებებმა მანიპულაციურად კონტექსტს მიღმა დატოვეს.

ცხრილი 1:საქართველოს მაჩვენებლები 2013-2023 წლებში

წყარო: Human Rights Index

გავრცელებული ინფორმაციის კიდევ ერთი პრობლემური ასპექტი საქართველოს მაჩვენებლის ევროპის ზოგად საშუალო მაჩვენებელთან შედარებაა. ამ შედარების საფუძველზე, ინფორმაციის გამავრცელებლებმა დაასკვნეს, რომ „საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს“.

ცხრილი 2: საქართველოს და ევროპის საშუალო მაჩვენებლები 2000-2023 წლებში

წყარო: Human Rights Index

2023 წლის მდგომარეობით, როგორც საქართველოს ასევე, ევროპის საშუალო მაჩვენებელი 0,87-ის ტოლია, თუმცა ევროპის საშუალო მაჩვენებელს ქმნის, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც დემოკრატიული სტანდარტებით არ გამოირჩევიან და რომელთა შეფასებების ხარჯზე ევროპის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ქვეითდება - მაგალითად, რუსეთი 0,3 ქულით და ბელარუსი 0,21 ქულით.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებისკენ მიისწრაფვის, საქართველოს შედეგების შედარება უფრო მიზანშეწონილი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან იქნებოდა. სწორედ ევროკავშირის ქვეყნები გამოირჩევიან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტებით. ევროკავშირის ქვეყნებთან შედარება არა მხოლოდ უფრო სამართლიანი სურათის შექმნას შეუწყობდა ხელს, არამედ ქვეყნის პროგრესის უფრო სანდო და ობიექტურ საზომს შექმნიდა. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 2023 წლის მდგომარეობით 0,92-ია.

გავრცელებული ინფორმაციის კიდევ ერთი პრობლემური ასპექტი იმაზე აპელირებაა, რომ საქართველო 11-წლიანი პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა. პირველ რიგში, ნათელია, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს მონაცემების ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი შედარება აზრს მოკლებულია, რადგან 2012 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნები ისედაც საკმაოდ მაღალი შეფასებებით გამოირჩეოდნენ. მათი მაჩვენებლები, ძირითადად, 0.90-ზე მაღალი იყო. მსგავს ნიშნულს საქართველომ მხოლოდ 2018 წელს მიაღწია - 0,91 ქულით. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ ქვეყნების პროგრესი განვითარებად ქვეყნებთან შედარებით მცირეა.

გარდა ამისა, 2012 და 2023 წლების შედეგებს შორის სხვაობა, იმ რეგრესის უგულებელყოფით, რაც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა, ასევე, არ შეიძლება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაზომად ვარგისი იყოს. შედარებისთვის, მოლდოვა 2012 წელს 0,85 ქულით შეფასდა საქართველო კი, 0,75-ით. 2023 წელს მოლდოვამ შედეგები 0,90-მდე გააუმჯობესა, ხოლო საქართველომ 0,87-მდე. გამოდის, რომ 11-წლიანი გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველო მოლდოვასთან შედარებით ლიდერობს, თუმცა თუ დავაკვირდებით ამ ქვეყნების გრძელვადიან, განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის ტენდენციას, დავინახავთ, რომ მოლდოვა საქართველოსგან განსხვავებით, თავისსავე პოზიციებს არ აუარესებს.

ცხრილი 3: საქართველოს და მოლდოვას მაჩვენებლები 2012-2023 წლებში

წყარო: Human Rights Index

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სხვადასხვა მედიის მიერ მანიპულაციურად გაშუქებული ინფორმაცია ორი მტკიცებისგან შედგებოდა - თერთმეტწლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში საუკეთესოა და საშუალო მაჩვენებლით საქართველო ევროპას უსწრებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპის საშუალო მაჩვენებელი ბელორუსისა და რუსეთის მაჩვენებლების გამო მნიშვნელოვნად შემცირებულია და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მსჯელობისას საქართველო ევროკავშირს უნდა შევადაროთ.

მეორე - უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი კი თერთმეტწლიან პროგრესს ეხება. პირველი - სიტყვათშეთანხმება თერთმეტწლიანი პროგრესი პროგრესის უწყვეტობაზე მიუთითებს - რაც ასე არაა.სინამდვილეში, საქართველოს პოზიციები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. შესაბამისად, აღნიშნულისთვის თერთმეტწლიანი პროგრესის დარქმევა ფაქტობრივი უზუსტობაა. სინამდვილეში, საქართველომ პროგრესი 2018 წლამდე აჩვენა, შემდგომ სამწლიანი სტაგნაციის პერიოდი დაიწყო, რასაც რეგრესი მოჰყვა,2023 წელს უკვე ბოლო 8 წლის ყველაზე უარეს შედეგი დააფიქსირა.

ამასთან, მოქმედებს ე.წ. საბაზო პრინციპი - საქართველო 2012 წელს დაბალი მაჩვენებლით იწყებს და მას პროგრესის შესაძლებლობა აქვს. ევროკავშირის ქვეყნების უდიდესი ნაწილი კი ამ ზრდას ფიზიკურად ვერ დააფიქსირებდა. მაგალითად გერმანია 2013 წელს უკვე ისედაც 0.96 ქულით არის შეფასებული და აბსოლუტური შედეგიც რომ დაეფიქსირებინა, საქართველოს ზრდა მაინც უფრო მაღალი იქნებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მედიასაშუალებებმა აღნიშნული სტატისტიკა მანიპულაციურად, საბაზო ეფექტის გავლენის გათვალისწინების გარეშე გამოიყენეს და, ამასთან, მათ მიერ გაჟღერებული ფაქტებიც უზუსტოა, "ფაქტ-მეტრი" იყენებს ვერდიქტს მცდარი.

თეგები:
ადამიანის უფლებების ინდექსი
11 წლიანი პროგრესი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა