• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს

ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი

17/09/2024
ტყუილი
განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
Facebook Linkedin Twitter Print

ირაკლი კობახიძე: ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა: „ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს. ალბათ, იცნობთ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და მერე იქვე წერია, რომ ამას რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა“.

თავის განცხადებაში, საქართველოს პრემიერი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას 1633. „ფაქტ-მეტრი“ ამ საკითხზე ადრეც წერდა (ბმული 1; ბმული 2).

როგორც „ფაქტ-მეტრი“ მიუთითებდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ომის დაწყებაში რომელიმე მხარე დადანაშაულებული არაა. რეზოლუციის მერვე პუნქტში ომის დაწყების საკითხია მიმოხილული და წერია: „ასამბლეას სწამს, რომ შერიგების წინაპირობა არის სიმართლე. ვინაიდან ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ომი, ვერ თანხმდება ვერცერთი მხარის მხრიდან, ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამგვარი საერთაშორისო გამოძიების წარმოებას და პარლამენტის რუსი წევრებიც აცხადებენ, რომ არ იქნებიან ამგვარი შეთავაზების წინააღმდეგნი. გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს ომის დაწყების მომენტით და უნდა ფოკუსირდეს ასევე იმ წლებზე, რომლებმაც კონფლიქტამდე მიგვიყვანა“. 

ნაწილი, რომელსაც პრემიერი ომის დაწყების აღიარებად აინტერპრეტირებს, სინამდვილეში, მხოლოდ ესკალაციის ახალ - სრულმასშტაბიან ეტაპზე გადასვლას ეხება. რეზოლუციის მე-4 და მე-5 პუნქტებში წერია, რომ ომის დაწყებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ესკალაცია, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება და სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებელ სცენარად [became an option] მხარეებისთვის. „ბოლო პერიოდში, სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამ ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება, რაც კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას გულისხმობდა. შესაბამისად, ის [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა] გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ“. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მხრიდან იერიშის დაწყება დაპირისპირების ახალი - ღია და სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ეტაპზე გადასვლას ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, რეზოლუცია ცალსახად მიუთითებს, რომ ომის დაწყებას მხარეთაგან არცერთი აღიარებს და ეს დამოუკიდებელმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

რეზოლუცია 1633 არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს ომის დაწყების გამო, არამედ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარება, მოხსენიებულია რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა. 

მაგალითად, რეზოლუციის მე-13 მუხლში წერია: „ასამბლეა გამოთქვამს განსაკუთრებით წუხილს სარწმუნო ცნობათა გამო, რომლებიც უკავშირდება ეთნიკური წმენდის ფაქტებს სამხრეთ ოსეთისა და „ბუფერული ზონის“ ეთნიკურად ქართულ სოფლებში, განხორციელებულს უკანონო მილიციისა და ბანდების მიერ, რისი შეჩერებაც ვერ შეძლეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ამასთან დაკავშირებით, ის [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა] აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები, მეტწილად, ჩადენილ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ და გრძელდება დღესაც“.  

საყურადღებოა ისიც, რომ საბოლოო კენჭისყრაზე დოკუმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთის დელეგაციამ, ვინაიდან დოკუმენტში გაჟღერებული ბრალდებები რუსული მხარისთვის მიუღებელი იყო. 

რეზოლუცია 1633-ში არსად წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ბრალდება ოპონენტების მისამართით, თითქოს მათ ომის დაწყების აღიარებას მოაწერეს ხელი, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი. 

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა