სოციალურ ქსელებში ვეტერანი ფეხბურთელის, აჩი არველაძის ციტატა ვრცელდება. (1; 2; 3; არქივიებული ბმული) ტექსტის მიხედვით, არველაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. სინამდვილეში, არ დასტურდება, რომ აღნიშნული ციტატა აჩი არველაძეს ეკუთვნის.
პირველ რიგში, ციტატის ტექსტის წაკითხვისას მარტივად შესამჩნევია მრავალი პუნქტუაციური, სტილისტური თუ გრამატიკული შეცდომა. ამასთან, ტექსტიც გაუმართავია.
აჩი არველაძეს Facebook-ზე ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი აქვს, სადაც სიახლეებს აქვეყნებს. თუმცა მსგავსი შინაარსის პოსტი მის გვერდზე არ იძებნება.
მსგავსი განცხადება არც სანდო მედიასაშუალებების გვერდზეა ხელმისაწვდომი. მას მხოლოდ ზემოაღნიშნული ანგარიშების გვერდებზე ვხვდებით.
შესაბამისად, გავრცელებული ციტატა ყალბია.
---------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.