სოციალურ ქსელ Facebook-სა და TikTok-ზე ვლადიმირ პუტინის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის თითქოს ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა. სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს. (არქივირებული ბმული)

ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით აღმოვაჩინეთ, რომ ვიდეო, რომელიც მონტაჟისთვის გამოიყენეს, 2023 წლის 5 ოქტომბერს გამართულ „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც პუტინი სიტყვით გამოვიდა. ამას რამდენიმე დეტალი ადასტურებს (იხ. ქვემოთ ფოტოებზე):

გარდა ამისა, ყალბი ვიდეოს სრულად მოსმენისას, პუტინი ამბობს, რომ აფხაზეთის დაფინანსებას წყვეტს, რადგან ის საქართველოს ეკუთვნის. რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება 2024 წლის 1 სექტემბრიდან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე შეუჩერა და, ბუნებრივია, ამაზე 2023 წელს გამართულ კონფერენციაზე ვერ ისაუბრებდა. ავთენტური ვიდეოს სრულ ვერსიაში პუტინი აფხაზეთს საერთოდ არ ახსენებს.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გარდა, ყალბ ვიდეოზე კარგად დაკვირვებით, ნათლად ჩანს ტუჩების არაბუნებრივი მოძრაობა, რაც Deepfake-ის ერთ-ერთი მახასიათებელია.

ასევე აღსანიშნავია, რომ პუტინის მსგავსი განცხადება არც ქართულ და არც რუსულ მედიას გაუვრცელებია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი განცხადება, თეორიულად, საკმაოდ რეზონანსული იქნებოდა.

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო ყალბია.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია