სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ (1,2,3,4) (დაარქივებული ბმული) და აღწერაში წერენ: „ქოცების მხარდამჭერი კონცერტი ამჟამად გორში“; „ოცნების კონცერტი გორში და გამოგეყვანა ქუჩაში რომ გხვდება ის 30 კაცი მაინც მამამარჩენალის შეხვედრაზე“. სცენაზე ნუცა ბუზალაძე მღერის და მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უსმენს. შესაბამისად, კადრი და აღწერა ქმნის წარმოდგენას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. რეალურად, აღნიშნული კადრები რეპეტიციის დროს არის გადაღებული და კონცერტს არ ასახავს.

გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი 4 სექტემბერს საღამოს, 20:00 სთ-ზე დაიწყო. კონცერტიდან გავრცელებულ კადრებში, რომლებიც ტელეკომპანია „იმედისა“ და “რუსთავი 2“-ის Facebook-გვერდებზეა ხელმისაწვდომი, ჩანს, რომ მოსახლეობის წინაშე მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბენდთან ერთად და „თეატრალური კვარტეტი“ წარდგნენ. კადრებში ის ადამიანებიც ჩანან, რომლებიც ღონისძიებას დაესწრნენ (იხილეთ ფოტოები).

ამდენად, გავრცელებული ვიდეო რეალურად რეპეტიციის კადრებს ასახავს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5656 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია