• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტებთან“ დაკავშირებით ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ გაყალბებული ფოტოანაბეჭდი ვრცელდება

სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტებთან“ დაკავშირებით ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ გაყალბებული ფოტოანაბეჭდი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ფოტოანაბეჭდს ავრცელებს, რომელზეც ვკითხულობთ: „ფედერასტები“ - თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია წარადგინეს“. რეალურად, აღნიშნული ფოტოანაბეჭდი რედაქტირებულია, მასში შეცვლილია პარტიის  სახელწოდება. 

ცნობისთვის, 2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს. 15 აგვისტოს კი ახალი ოპოზიციური პარტიის - „ფედერალისტები“ - პრეზენტაცია გამართეს. ფოტოანაბეჭდზე წარმოდგენილი ფოტოც სწორედ პარტიის პრეზენტაციაზეა გადაღებული.

ფოტო, რომლის რედაქტირებულ ანაბეჭდსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ეკუთვნის. გამოცემის ფოტოზე, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, წერია: „ფედერალისტები - თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია წარადგინეს“. ფოტოზე წაშლილია როგორც გამოცემის ლოგო, ასევე შეცვლილია პარტიის სახელწოდებაც. 

  

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოანაბეჭდი ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თამარ ჩერგოლეიშვილი
გიგა ბოკერია
ფედერალისტები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა