• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რუსეთმა ოდესაში NATO-ს ოფიცერთა სამეთაურო შტაბი დაბომბა

დეზინფორმაცია: რუსეთმა ოდესაში NATO-ს ოფიცერთა სამეთაურო შტაბი დაბომბა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ირაკლი ზაქარეიშვილი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ამჯერად (არქივირებული ბმული) შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ოდესაში NATO-ს ოფიცერთა სამეთაურო შტაბი რუსული ისკანდერების დარტყმებით გამოიხრუკა!.. სრული პანიკაა: დაღუპულთა და დაჭრილ-დასახიჩრებულთა სიმრავლის გამო, დაბომბვის ადგილისაკენ სანიტარული მატარებლების ეშელონები დაიძრნენ!..“. სინამდვილეში მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

ამ დროისთვის (2024 წლის 20 აგვისტო) უკანასკნელი თავდასხმა რუსეთმა ოდესაზე 6 დღის წინ, 2024 წლის 14 აგვისტოს განახორციელა, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. თავდასხმის ობიექტი კი ოდესის პორტი იყო. NATO-ს შტაბის შესახებ ინფორმაცია ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიებში არ გვხვდება.

ამასთან, უკრაინაში NATO-ს სამეთაურო შტაბი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ უშუალოდ იძებნება. ძირითადი ლოგისტიკური ოპერაციები (უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად) უკრაინის გარეთ, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში ხორციელდება, როგორიცაა პოლონეთი. მაგალითად, რჟეშოვ-იასიონკას აეროპორტი აღმოსავლეთ პოლონეთში ფუნქციონირებს, როგორც მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი, სადაც NATO-სა და აშშ-ს სამხედრო სატვირთო თვითმფრინავები რეგულარულად მოძრაობენ. ეს აეროპორტი სამხედრო დახმარების, მათ შორის იარაღის, აღჭურვილობისა და მარაგების უკრაინაში ტრანსპორტირებას უწყობს ხელს. 

რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელსაც Facebook-ანგარიში ავრცელებს. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით ფოტოსურათი X-ის რამდენიმე ანგარიშზე იძებნება (1; 2), რომლებშიც ქართულენოვანი პოსტის იდენტური მტკიცება გვხვდება.

ფოტოსურათი ბევრ უზუსტობას შეიცავს: მაგალითად, ფანჯრები. შესაბამისად, ის სამ სხვადასხვა ხელსაწყოს (AI or Not; Hive Moderation; Is it ai?) შევამოწმებინეთ, რათა დაგვედგინა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხომ არ იყო გენერირებული. სამივე ხელსაწყოს შედეგის თანახმად (იხილეთ ქვემოთ), ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2024 წლის მაისში სოციალურ ქსელებში იდენტური მტკიცება გავრცელდა, რომელსაც თან ახლდა ვიდეოც. ვიდეოზე თითქოს ჩანდა, როგორ იწვოდა NATO-ს შტაბი (ფოტოანაბეჭდი იხილეთ ქვემოთ). რუსულმა სამთავრობო მედიამ - TASS - 18 მაისს რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სტატიაში წერდნენ, რომ თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკურ ცენტრზე მოხდა, თუმცა NATO-ს შტაბის შესახებ რუსულ სამთავრობო წყაროსაც არაფერი დაუწერია.

ინფორმაცია 2024 წლის ივნისში ბრიტანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია FullFact-მა გადაამოწმა.

FullFact-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც დაადასტურებდა, რომ რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტა ოდესაში NATO-ს შტაბს მოხვდა. გარდა ამისა, ფაქტების გადამმოწმებლები NATO-ს დაუკავშირდნენ, სადაც განაცხადეს, რომ ვიდეოზე ნაჩვენები შენობა NATO-სთან კავშირში არ იყო.

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, მარცხენა ზედა კუთხეში შემდეგი წარწერა აქვს: „ДСНС“, რაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის აბრევიატურაა. ფოტოები, რომლის კადრებიც ვიდეოში ფიგურირებს, 2024 წლის 17 მაისს სწორედ მათ გაავრცელეს, Telegram-არხზე, სადაც ოდესაზე თავდასხმის შესახებ წერდნენ, რის შედეგადაც საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. 

თავდასხმის შესახებ უკრაინის პოლიციაც წერდა, თუმცა არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში NATO ნახსენები არ არის.

------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
უკრაინა
ევროკავშირი
NATO
ოდესა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა