• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„მაიმუნის ყვავილი“ (Mpox)-  საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხე

„მაიმუნის ყვავილი“ (Mpox)- საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში “მაიმუნის ყვავილის” (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

20/08/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში “მაიმუნის ყვავილის” (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

„მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 2022 წელს მოექცა, როდესაც ვირუსი ენდემურ ზონას, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკას გასცდა და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო გავრცელება. „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. მაშინაც, 2022 წლის ივლისში, ჯანმომ MPox-ის არაენდემურ ქვეყნებში გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 2023 წლის მაისში დასრულდა, მას შემდეგ, რაც გლობალური შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა.

წელს, გლობალური ჯანდაცვის წარმომადგენლების შეშფოთების საგანს MPox-ის ახალი შტამის (MPXV clade Ib) გაჩენა და მისი სწრაფი გავრცელება წარმოადგენს. 2024 წელს „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის ეპიდაფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. შემდეგ კი, ვირუსული ინფექცია აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებშიც გავრცელდა. ევროპაში ვირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი, კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება და შესაბამისი რესურსების მობილიზებაა, როგორიცაა ვაქცინები და სადიაგნოსტიკო ტესტები, რათა ინფექციური დაავადების გავრცელება დროულად შეჩერდეს და თავიდან იქნას აცილებული გლობალური აფეთქება.

რა არის მაიმუნის ყვავილი და როგორ ვრცელდება ის?

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დავადებაა, რომელიც ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება. ვირუსის ადამიანებზე შეიძლება ცხოველებისგან ან ინფიცირებულ ადამიანთა ახლო ფიზიკური კონტაქტით გავრცელდეს. ადამიანებს შორის ვირუსი კანის კანთან კონტაქტით ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებით ვრცელდება. ვირუსული ინფექცია დაინფიცირებულ საგნებთან (მაგალითად თეთრეულის, პირსახოცის, ტანსაცმლის) შეხებითაც გადადის. ვირუსი გავრცელება ასევე ხდება სქესობრივი კავშირით.

მაიმუნის ყვავილის“ დამახასიათებელი სიმპტომებია: ცხელება, ძლიერ თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სისუსტე, ლიმფური კვანძების შეშუპება (ლიმფადენოპათია) და კანზე გამონაყარი. სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, უპირატესად ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე. დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.

მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანი გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან მანამ, სანამ გამონაყარი სრულად შეხორცდება და კანის ახალი ფენა წარმოიქმნება. დაავადება ჩვეულებრივ 2-4 კვირა გრძელდება.

„მაიმუნის ყვავილი“ პირველად ადამიანში 1970 წელს იქნა დადასტურებული, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ვირუსის ორი ძირითადი სახეობაა გავრცელებული - დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. დასავლეთ აფრიკული ტიპი (Clade II) ნაკლებად მწვავეა და სიკვდილიანობის კოეფიციენტი დაახლოებით 1%-ია, ხოლო ცენტრალურ აფრიკული (Clade I) ტიპისთვის გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-მდეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ტიპი I-ს უკავშირდება, რომელმაც მუტაცია განიცადა. MPXV clade Ib არის clade I monkeypox ვირუსის ახალი შტამი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი 2024 წელს აღმოაჩინეს, ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 2023 წლის სექტემბერში გაჩნდა. გარდა იმისა, რომ clade Ib „მაიმუნის ყვავილის“ უფრო საშიშ ტიპს მიეკუთვნება, ის უფრო სწრაფადაც ვრცელდება.

2024 წლის 6 თვეში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელება წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა და 15 000-ზე მეტი კლინიკურად დადასტურებული შემთხვევა და 500-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.

არსებობს, თუ - არა ახალი პანდემიის საფრთხე?

ამ ეტაპზე, „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის (clade Ib) ეპიდაფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის ირგვლივ მდებარე აფრიკულ ქვეყნებში არის დაფიქსირებული.

შესაძლებელია, რომ მოგზაურობის შედეგად ვირუსი გლობალურად გავრცელდეს, თუმცა ამ დროისთვის ჯანდაცვის ორგანიზაციები ვირუსის იმგვარ აფეთქებას, რომ პანდემია გამოიწვიოს, არ ელოდებიან. პანდემიის გამომწვევი ვირუსები, როგორც წესი უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე „მაიმუნის ყვავილი“. კორონავირუსისგან (COVID-19) განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება, რაც გლობალურად ვირუსის სწრაფ გავრცელებას აფერხებს. ამასთან ვირუსისთვის დამახასიათებელია ხილული გამონაყარი, რაც აიოლებს, ვირუსით ინფიცირებისგან თავის დაცვას.

მიუხედავად იმისა რომ „მაიმუნის ყვავილმა“ მუტაცია განიცადა, ის არ არის ახალი ვირუსი და მეცნიერებს მისი ბუნება შესწავლილი აქვთ და იციან როგორ უნდა შეაჩერონ ვირუსის გავრცელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სწორედ შესაბამისი რესურსის (სადიაგნოსტიკო ტესტები, ვაქცინა) მობილიზებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის (clade Ib) ეპიდაფეთქების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აფრიკის მაღალი რისკის ქვეყნებში ვაქცინის დეფიციტი სახელდება.

ვინაიდან, „მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ჯგუფს მიეკუთვნება, „ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადამიანს „მაიმუნის ყვავილისგანაც“ ეფექტურად იცავს. თუმცა, 1980 წლიდან, ადამიანის ყვავილის დამარცხების შემდეგ, ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გლობალურად აღარ გამოიყენებოდა და მომდევნო თაობებს იმუნიტეტი მაიმუნის ყვავილის მიმართ აღარ აქვთ, რაც შემთხვევათა რაოდენობის მატებაშიც აისახა. ამ ეტაპზე ვაქცინა არსებობს, თუმცა ის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ეპიდაფეთქებაა, უკიდურესად დეფიციტურია. გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მიზნად ვაქცინების საჭირო მარაგების აფრიკის მარალი რისკის ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს, ასევე გაძლიერდება სხვა თავდაცვითი ზომები, რაც „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდაფეთქების ჩახშობისთვის, ასევე გლობალური გავრცელების პრევენციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ამ ეტაპზე, მაიმუნის ყვავილის ვირუსი საქართველოში არ არის დაფიქსირებული. ამასთან, გლობალურად ჯანდაცვის ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოში, უკვე იციან თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ.

თეგები:
სიმპსონები
Mpox
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა