• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გავრცელებული ვიდეო პარიზის ოლიმპიადას არ ასახავს

გავრცელებული ვიდეო პარიზის ოლიმპიადას არ ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Beqa Parjveliani, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ამჯერად ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „მარგალიტებითაა აღსავსე ეს ოლიმპიადა“. ვიდეოში ჩანს მოფარიკავე, რომელიც ეტლში ზის და ფეხზე დგება. (არქივირებული ბმული)

სინამდვილეში, ვიდეო არა პარიზის ოლიმპიადაზე, არამედ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზეა გადაღებული. კადრში ჩანს ჩინელი ეტლით მოფარიკავე ლი ჰაო, რომელმაც ოქროს მედალი მიიღო. 

გამარჯვების შემდგომ ის ნამდვილად ფეხზე ადგა, თუმცა თუ ამ ვიდეოს სრულ ვერსიას ვნახავთ, სადაც წინა კადრითაც ჩანს ეს ეპიზოდი, დავინახავთ, რომ ჩინელ მოფარიკავეს მარჯვენა ფეხი მოკვეთილი აქვს, თუმცა ეს ფეხზე რამდენიმე წამით დადგომის შესაძლებლობას არ უზღუდავს.

პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში სპორტსმენები სამი კატეგორიით იყოფიან:

კატეგორია A - მოიცავს სპორტსმენებს, რომლებსაც ტანის სრულად მოძრაობა შეუძლიათ და აქვთ კარგი ბალანსი.

კატეგორია B - მოიცავს სპორტსმენებს, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ბალანსის ფუნქცია, თუმცა ერთი ან ორივე ზედა კიდურის სრულად გამოყენება შეუძლიათ.

კატეგორია C - პარალიმპიურ თამაშებზე მხოლოდ A და B კატეგორიები არის წარმოდგენილი, მაგრამ IWAS-ის (International Wheelchair and Amputee Sports Federation) ეტლით მოფარიკავეთა შეჯიბრებებში C კატეგორიის სპორტსმენებსაც შეუძლიათ მონაწილეობა.  ამ სპორტსმენებს ყველაზე მძიმე, ოთხივე კიდურის დაზიანებები აქვთ და ამჟამად ყველაზე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ამ სპორტში.

 შესაბამისად, ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება და ის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადას არ ასახავს.

------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ოლიმპიადა
პარიზი 2024
ტოკიო 2020
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა