სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში შეკითხვა ტექსტის სახითაა მოცემული: „ქალბატონო თინა, მარტივი შეკითხვა, მიშა თუ ქმარი“, რის შემდეგაც თინა ბოკუჩავა ამბობს: „ეს არ არის მარტივი, იმიტომ, რომ ორივე ძალიან მიყვარს“. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და თინა ბოკუჩავა ამ ტექსტით სხვა კითხვას პასუხობს.
ვიდეო თინა ბოკუჩავას TikTok-გვერდიდანაა აღებული. ვიდეო კახეთშია გადაღებული და შეკითხვებიც კახეთთან დაკავშირებული იყო. მაგალითად, ბოკუჩავა ფრაზით: „ეს არ არის მარტივი, იმიტომ, რომ ორივე ძალიან მიყვარს,“ პასუხობს შეკითხვას - „თინა, კახეთში ვართ და მარტივი ქვიზი კახეთზე - მწვადი თუ ხაშლამა?“. დანარჩენი კითხვებიც კახეთს ეხებოდა.
შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მასში არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
-------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.