• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როდის დასრულდება მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები?

როდის დასრულდება მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები?

მდინარე ქსანზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს

30/07/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

როდის დასრულდება მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები?

ვისაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალით აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით უმგზავრია, საკუთარ თავზე გამოცდიდა იმ დისკომფორტს, რომელიც მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არის შექმნილი.

ჩვენ დავინტერესდით, ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია როდის უნდა დასრულდეს.

საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40+800 მ მონაკვეთზე (დასავლეთის მიმართულება) მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა, თუმცა დაინტერესების არ არსებობის გამო, ტენდერი ჩაიშალა. ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ მისი რეაბილიტაცია აუცილებელი იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განმეორებითი ტენდერი (NAT230026886) იმავე წლის დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა. ამ შემთხვევაში, გამარჯვებული გამოვლინდა და საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ხელვაჩაურის საგზაოს“ შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 19 თებერვალს გაფორმდა, რომლის ღირებულებამ 3 708 530 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულების ფარგლებში, მოსამზადებელი სამუშაოები 2024 წლის 1 მარტიდან დაიწყო და სამუშაოების დასასრულებლად 8 თვე იყო გათვალისწინებული (2024 წლის ოქტომბერი). განსახორციელებელი პროექტი შემდეგი სახის სამუშაოებს მოიცავს: ბარჟის, შუალედური ბურჯების მოწყობა, სავალ ნაწილზე არსებული ძველი კონსტრუქციების/ელემენტების დემონტაჟი და ახლის მოწყობა, ასევე სავალ ნაწილზე რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა.

ხელშეკრულებაში დღევანდელ დღემდე სულ ხუთი ცვლილებაა შესული, პირველი ორი ცვლილებით, ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკი შეიცვალა. შემდგომი სამი ცვლილება დამატებით შესასრულებელ სამუშაოებს ეხებოდა, რომლის ღირებულებამ 176 588 ლარი შეადგინა, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება არ გაიზარდა, რადგან აღნიშნული სამუშაოები გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტიდან დაფინანსდა.

ამ დროისთვის, ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მიღება-ჩაბარების აქტებით, 1.8 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები არის განხორციელებული, რაც მთლიანად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 53%-ს შეადგენს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, 5 ივნისიდან, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. აღნიშნული შეზღუდვა 5 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხიდის შუალედური ბურჯების შეკეთება უკვე დასრულებულია. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მალის ნაშენზე და ხიდის სავალ ნაწილზე, სადაც ბეტონის ახალი ფილების მოწყობა უკვე დასრულდა. თუმცა საჭირო სიმტკიცის მისაღებად 10-14 დღეა საჭირო და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. იგივე ტიპის სამუშაოები გზის მეორე ზოლზეც ჩატარდება.

ჩვენ დავინტერესდით, აღნიშნული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია რატომ არ დაიწყო უფრო ადრე, რომ მისი მიმდინარეობა ყველაზე აქტიურ, ტურისტულ სეზონს არ დამთხვეოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხით, პროექტი არამხოლოდ გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს, არამედ ხიდის ბურჯებსა და მდინარის კალაპოტში, რაც შესაბამის კლიმატურ პირობებს და წყლის დონის დაბალ სიმაღლეს საჭიროებს და აქედან გამომდინარე, სამუშაოების საწარმოებლად ოპტიმალური პერიოდი იქნა შერჩეული.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ივლისის დასაწყისისთვის, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ 53% იყო შესრულებული. ოფიციალური ინფორმაციით, 5 აგვისტომდე ხიდის  რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს.  იმედია, სამუშაოები გრაფიკის მიხედვით წარიმართება და საქართველოს მოსახლეობას, და არამარტო, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აღნიშნული მონაკვეთის გამო შექმნილი დისკომფორტის ატანა მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში არ მოუწევს.

თეგები:
სახიდე გადასასავლელი
ქსანი
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა