• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ფოტო ადასტურებს, რომ ტრამპზე თავდამსხმელი ტრენინგებს „ბლექროკში“ გადიოდა

დეზინფორმაცია: ფოტო ადასტურებს, რომ ტრამპზე თავდამსხმელი ტრენინგებს „ბლექროკში“ გადიოდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი თომას მეთიუ კრუკსი ტრენინგებს ამერიკულ ინვესტიციების მართვის კომპანია  „ბლექროკში“ გადიოდა. რეალურად, ფოტო „ბლექროკის“ რეკლამიდან არის, რომელიც 2022 წელს  მეთიუ კრუკსის სკოლაში გადაიღეს და მასში კრუქსთან ერთად სკოლის მასწავლებელი ჩანს. 

 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს საღამოს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში  შეიარაღებულმა პირმა  რამდენიმე ტყვია ესროლა. დონალდ ტრამპი თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა.  გამოძიების ფედერალური სამსახურის (FBI) ინფორმაციით,  თავდამსხმელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია. 

სწორედ მეთიუ კრუქსი ჩანს რეკლამაში, რომელიც „ბლექროკს“, ინვესტიციების მართვის კომპანიას ეკუთვნის. „2022 წელს ჩვენ გავავრცელეთ რეკლამა, რომელშიც წარმოდგენილი იყო ბეთელ პარკის საშუალო სკოლის მასწავლებელი, ვიდეოში  უკან რამდენიმე მოსწავლე ჩანდა, რომელთაც რეკლამაში მონაწილეობისთვის თანხა არ მიუღიათ,  მათ შორის თომას მეთიუ კრუქსი“, - განუცხადა „ბლექროკის“ მენეჯერმა Reuters-ს. Pittsburgh Tribune Review-ის თანახმად, თომას კრუქსმა 2022 წელს სწორედ ბეთელ პარკის საშუალო სკოლა დაამთავრა. 

BlackRock ინვესტიციების მართვის კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ინსტიტუციურ და საცალო კლიენტებს ინვესტიციების მართვაში დახმარებას უწევს და მათ ტექნოლოგიურ სერვისებს სთავაზობს. „ბლექროკი“ ექთნებს, მასწავლებლებს, მეხანძრეებს, სამართალდამცავებს და საჯარო და კერძო სექტორის სხვა მუშაკებს საპენსიო გეგმის აქტივების მართვაშიც ეხმარება. X-პლატფორმაზე „ბლექროკის“ მიერ გავრცელებული რეკლამაც ერთ-ერთი ასეთ ბენეფიციარს, კერძოდ,  ბეთელ პარკის სკოლის მასწავლებელ ბრაიან დელალოს ეხება. რეკლამის აღწერაშიც ვკითხულობთ: „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ადამიანებს, როგორიცაა ბრაიანი, მასწავლებელი ბეთელ პარკში, პენსილვანია, მიაღწიონ ფინანსურ უსაფრთხოებას, რათა მან შეძლოს ფოკუსირება იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის სტუდენტებზე“. 

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო სწორედ აღნიშნული რეკლამიდან არის ამოღებული. ფოტოზე ტომას მეთიუ კრუქსთან ერთად მასწავლებელი ბრაიან დელალო ჩანს. 

 

ამდენად, ფოტოზე ჩანს არა „ბლექროქის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი,  რომელსაც მეთიუ კრუქსი ესწრება, არამედ აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი რეკლამა.   რეკლამაში  ბეთელ პარკის სკოლის მასწავლებელი, რომელიც „ბლექროკის“ სერვისებით სარგებლობდა, თავის გამოცდილებაზე საუბრობს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

 

თეგები:
დონალდ ტრამპი
ბლექროკი
ტრენინგი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა