• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ილია თოფურიას ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია

დეზინფორმაცია: ილია თოფურიას ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში  წერს, რომ UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია: „გამომრჩა რამე თუ არ არის ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი? რა ვიცი, ნაცებისა და მდიდარი ენჯეოების მიტინგობისას მაშინვე შემოუთვალა შეცდომილებს: "თქვენს გვერდით ვდგავარ და არა რუსულ კანონსო.კიდევ: ვერ გავაჩუმებთო. ნეტა, ვინ აიძულა, რომ გაეჩუმებინა ან ილია ან ის ახალგაზრდები, სამიტინგოდ რომ გამოდიოდნენ? წარმატებები ილიას და "ალა ლუსულ კანონს, "კი, ქართულ კანონს!“,-წერს Facebook-ანგარიში. რეალურად, ილია თოფურიამ საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი განცხადება, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას,  არაერთხელ გააკეთა.  

 

ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებს შორის გამართულ შეხვედრას  საკუთარ X-ანგარიშზე გამოეხმაურა. UFC-ის ჩემპიონმა დაწერა: „რაც შეეხება გუშინდელ თამაშს. ძალიან ვამაყობ ამ ევროთასზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ შექმნეს ისტორია. მეორეს მხრივ, ესპანეთის შეჩერება შეუძლებელია: იმას, რასაც მოედანზე აკეთებენ - ეს უბრალოდ ფეხბურთი კი არა, არამედ ნამდვილი მაგიაა".

 

ილია თოფურია საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლასაც გამოეხმაურა, მან Instagram-ზე გადამწყვეტი პენალტის სურათები გამოაქვეყნა აღწერით: „ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ“.

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო, მან მიმდინარე წლის 16 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზე წარადგინა და საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა: „ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის მიღება. წავედი საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით ვივსები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. ახლა წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“. 

ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მტკივნეულია იმის ხილვა,  თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც ყველას, მათ შორის,  პოლიციის კეთილდღეობისთვისაც იბრძვიან: „მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ UFC-ის ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს არ გამოხმაურებია. 

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ილია თოფურია
ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს ნაკრები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა