• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს

დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდ Metromoney-ის მიერ გავრცელებული განცხადებების (ბმული 1, 2, 3, 4, 5) თანახმად, საქართველოს მაცხოვრებლებს მინიმალურ ფასად სამგზავრო ბარათის შეძენა და ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა შეუძლიათ.

განცხადებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მაცხოვრებლები გათამაშების ფარგლებში Metromoney-ის სატრანსპორტო სარეკლამო ბარათის შეძენასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ მგზავრობას მხოლოდ 2,84 ლირად შეძლებენ. ხოლო ინფორმაციის თანახმად, თბილისელებს შეთავაზების ფარგლებში იმავე უპირატესობებით სარგებლობისთვის ბარათის შეძენა მხოლოდ 1 დოლარად შეეძლებათ.

სინამდვილეში, Facebook-ანგარიში Metromoney 2024 წლის 1-ელ ივლისს შეიქმნა, არაავთენტურია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას არ ეკუთვნის. აღნიშნული Facebook-გვერდის შესახებ არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული არ არის და მას მხოლოდ 88 მოწონება აქვს.

Facebook-გვერდის მიერ გათამაშების შესახებ ინფორმაცია პირველად 2024 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა. მას მალევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება მოჰყვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთწლიანი სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თბილისის სატრანსპორტო კომპანია
ფეხბურთელები
უფასო სამგზავრო ბარათი
გათამაშება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია
უფასო სამგზავრო ბარათი
გათამაშება
ყალბი ამბავი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა