• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ორლის აეროპორტის ვიდეო ყალბი მტკიცებით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ორლის აეროპორტის ვიდეო ყალბი მტკიცებით ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პარიზის ორლის აეროპორტის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ თითქოს აეროპორტის შენობაში ნიანგები გადაადგილდებიან. რეალურად, მის მიერ გაზიარებული ვიდეო ერთ-ერთი ფრანგული ავიაკომპანიის რეკლამაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს ასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 

Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებული სარეკლამო რგოლის დასასრულს ჩნდება დამკვეთი ავიაკომპანიის სახელი და ლოგო. ფრანგული ბიუჯეტური ავიაკომპანია French bee, რომლის ვიდეოც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, პარიზის ორლის აეროპორტიდან ოპერირებს. სარეკლამო რგოლი ავიაკომპანიამ ოფიციალურ Facebook-გვერდზეც განათავსა, წარწერით:  „წავიდეთ მეტროში, წამიყვანეთ თქვენს სამეზობლოში“.

ავიაკომპანია აშშ-ში 2018 წლიდან სულ უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი  და 2021 წლიდან უწყვეტად ასრულებს ფრენებს ნიუ-იორკიდან პარიზამდე, ნიუარკ ლიბერტის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის ორლის აეროპორტამდე, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ.

გარდა პირდაპირი ფრენებისა, აშშ-ში გამგზავრებას ამარტივებს პარიზის მეტროს მე-14 ხაზის გაფართოება. პარიზის მეტროს ეს ყველაზე გრძელი ხაზი დააკავშირებს სენ-დენის, პარიზის ჩრდილოეთს, ორლის აეროპორტთან, სამხრეთთან. 

სწორედ აღნიშნულ ცვლილებებს უკავშირდება ფრანგული ავიაკომპანიის სარეკლამო რგოლი. წარწერა ვიდეოს დასასრულს: „ევერგლეიდები არასოდეს ყოფილა უფრო ახლოს“, „მთელი აშშ მე-14 ხაზის ბოლოსაა“, ხაზს უსვამს, რომ გამგზავრება ევერგლეიდის ეროვნული პარკისკენ (ფლორიდის შტატში) და ზოგადად, აშშ-ში ახლა კიდევ უფრო მარტივად, პარიზის მეტროს მე-14 ხაზის ბოლო გაჩერებიდან არის შესაძლებელი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ფრანგული ავიაკომპანია
პარიზი
ვიდეორგოლი
ორლის აეროპორტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა