სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები მამუკა ხაზარაძის ვიდეოს (ბმული 1, 2, 3, 4) ავრცელებენ, რომელშიც, თითქოს, ხაზარაძე ამბობს: „მთელი ცხოვრება საქართველოს გაღატაკებას დავუთმე და არასოდეს გავჩერდები“. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და პოლიტიკოსს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

მამუკა ხაზარაძის წიგნის - „სიმართლე გითხრათ“, შესახებ სარეკლამო რგოლი, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ Instagram-გვერდზე 2024 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა. რეალურად, ვიდეოში ხაზარაძე ამბობს: „მთელი ცხოვრება საქართველოს განვითარებას დავუთმე და არასოდეს გავჩერდები“. თუმცა ვიდეოს აუდიო იმგვარადაა მანიპულირებული და მამუკა ხაზარაძის ბუნებრივ ხმასთან მიმსგავსებული, რომ მსმენელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.