“ფაქტ-მეტრი” ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელსა (the European Fact-Checking Standards Network - EFCSN) და სხვა მონაწილე წევრ ორგანიზაციებთან ერთად, Climate Facts Europe-ის მონაცემთა ბაზის შექმნაში ჩაერთო. პროექტის, რომელიც ევროპის კლიმატის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზანია გაზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამოვლენისა და გადამოწმების პროცესში უკვე გადამოწმებული ინფორმაციის ბაზაზე წვდომის ხელშეწყობით.

Climate Facts Europe მრავალფეროვანი პროექტია, რომელიც მოიცავს ევროპული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ საჯარო ბაზის შექმნას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ კლიმატთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გადამოწმებული ინფორმაციის გაცნობა. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება გაფრთხილების სისტემა, რომელიც მონაწილე ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებსა და ევროპის კლიმატის ფონდს ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიებისა და ნარატივების შესახებ შეატყობინებს.

გარდა ამისა, შერჩეული შვიდი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მონაცემების გამოყენებით მოამზადებს ოთხ ანგარიშს, რომლებიც დაახლოებით თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და კლიმატთან დაკავშირებულ თემებს შეეხება.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ევროპის არჩევნების წინ ერთ-ერთი მთავარი თემაა, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ პოლიტიკურ დებატებზე, არამედ ცალკეულ საკითხებზე, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ან სამოქალაქო თავისუფლება. Climate Facts Europe-ის საშუალებით ჩვენ შევძლებთ ამ ფენომენის სიღრმისეულად გაანალიზებას და მოქმედებას, იმ შემთხვევაში, როცა აღმოვაჩენთ ყალბ ნარატივებს“, - თქვა კარლოს ერნანდეს-ეჩევარიამ, EFCSN-ის მმართველი ორგანოს თავმჯდომარემ.

კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტენდენციებით დაინტერესების შემთხვევაში გამოიწერეთ EFCSN-ის საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც გაზიარებული იქნება კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც იდენტიფიცირებულია და გადამოწმებულია მონაცემთა ბაზის დახმარებით.

Climate Facts Europe არის ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელის (EFCSN), “ფაქტ-მეტრისა“ და სხვა მონაწილე წევრი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის კლიმატის ფონდი.

ბაზაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით. EFCSN-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მათ ვებგვერდზე. პროექტებთან დაკავშირებული სიახლეებისთვის გამოიწერეთ EFCSN-ის X, Threads და LinkedIn გვერდები.


მსგავსი სიახლეები

5529 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი