• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ევროპული ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციებმა  კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზა შექმნეს

ევროპული ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციებმა კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზა შექმნეს

“ფაქტ-მეტრი” ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელსა და სხვა მონაწილე წევრ ორგანიზაციებთან ერთად, Climate Facts Europe-ის მონაცემთა ბაზის შექმნაში ჩაერთო

10/06/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

“ფაქტ-მეტრი” ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელსა (the European Fact-Checking Standards Network - EFCSN) და სხვა მონაწილე წევრ ორგანიზაციებთან ერთად, Climate Facts Europe-ის  მონაცემთა ბაზის შექმნაში ჩაერთო. პროექტის, რომელიც ევროპის კლიმატის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზანია გაზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამოვლენისა და გადამოწმების პროცესში უკვე გადამოწმებული  ინფორმაციის ბაზაზე  წვდომის ხელშეწყობით.

Climate Facts Europe მრავალფეროვანი პროექტია, რომელიც მოიცავს ევროპული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ საჯარო ბაზის შექმნას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ კლიმატთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე  გადამოწმებული ინფორმაციის გაცნობა. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება გაფრთხილების სისტემა, რომელიც მონაწილე ფაქტების გადამმოწმებელ  ორგანიზაციებსა  და ევროპის კლიმატის ფონდს  ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიებისა და ნარატივების შესახებ შეატყობინებს.

გარდა ამისა, შერჩეული შვიდი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მონაცემების გამოყენებით მოამზადებს ოთხ ანგარიშს, რომლებიც დაახლოებით თვეში ერთხელ გამოქვეყნდება და კლიმატთან დაკავშირებულ თემებს შეეხება.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ევროპის არჩევნების წინ ერთ-ერთი მთავარი თემაა, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ პოლიტიკურ დებატებზე, არამედ ცალკეულ საკითხებზე, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ან სამოქალაქო თავისუფლება. Climate Facts Europe-ის   საშუალებით ჩვენ შევძლებთ ამ ფენომენის სიღრმისეულად გაანალიზებას და მოქმედებას, იმ შემთხვევაში, როცა აღმოვაჩენთ ყალბ ნარატივებს“, - თქვა კარლოს ერნანდეს-ეჩევარიამ, EFCSN-ის მმართველი ორგანოს თავმჯდომარემ.

კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტენდენციებით დაინტერესების შემთხვევაში გამოიწერეთ  EFCSN-ის საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც გაზიარებული იქნება კლიმატთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც იდენტიფიცირებულია და გადამოწმებულია მონაცემთა ბაზის დახმარებით.

Climate Facts Europe არის ევროპის ფაქტების გადამოწმების  სტანდარტების ქსელის (EFCSN), “ფაქტ-მეტრისა“ და სხვა მონაწილე წევრი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის კლიმატის ფონდი.

ბაზაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით. EFCSN-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მათ ვებგვერდზე. პროექტებთან დაკავშირებული სიახლეებისთვის გამოიწერეთ EFCSN-ის X, Threads და LinkedIn გვერდები. 

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა