„ფაქტ-მეტრი“ მოხარულია, შეუერთდეს პროექტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და ცნობიერების ამაღლებაზეა ფოკუსირებული. პროექტი Meta-ს მხარდაჭერით და ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) კოორდინირებით ხორციელდება. პროექტი იმუშავებს, როგორც ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან, ისე ფართო საზოგადოებასთან, რათა 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, აღნიშნულ სფეროში ცოდნის გაღრმავებას შეუწყოს ხელი.

უახლოეს დღეებში, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ, „ფაქტ-მეტრი“ და ევროპის მასშტაბით EFCSN-ის წევრი 30 სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიას დაიწყებენ. „ფაქტ-მეტრი“ გამოაქვეყნებს ვიდეოს, ინფოგრაფიკასა და საინფორმაციო დოკუმენტს, რომელიც 27 ევროპულ ენაზე არის თარგმნილი.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აღნიშნული კამპანია და ის მასალები, რომლებსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ, იმ გამოკითხვებისა და სემინარების სერიის კულმინაციაა, რომელშიც „ფაქტ-მეტრი“ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას.

გამოკითხვის შედეგად, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებისგან შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და გადამოწმებაზე, ამასთან, ასევე დადგინდა, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები ამ ტიპის კონტენტთან დაკავშირებით რა გამოწვევებს აწყდებიან. შედეგები საინფორმაციო დოკუმენტშია შეჯამებული.

ამ მიგნებებზე დაყრდნობით და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით, „ფაქტ-მეტრი“ და კამპანიის მონაწილე სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები მონაწილეობას იღებდნენ სემინარებში, რათა განესაზღვრათ სტანდარტები, გადაემზადებინათ საკუთარი მკვლევრები ხელოვნური ინტელექტის გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და გადამოწმებაში.

AI@EUEelections ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელისა (EFCSN) და მისი წევრი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია, რომელიც Meta-ს მხარდაჭერით ხორციელდება.