სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მამუკა ხაზარაძის წიგნის გარეკანის ფოტოს აქვეყნებს, აღწერით: „გაყიდვაშია სახელმძღვანელო, ავტორი მ.ხაზარაძე. მოქმედებს “თიბისი ბანკის” განვადება“. რეალურად, გამოქვეყნებული პოსტი სატირულია და სურათზე წიგნის სათაური რედაქტირებულია.
მამუკა ხაზარაძის წიგნის, სახელწოდებით, „სიმართლე გითხრათ“ და არა, „მევახშეობის საფუძვლები“, პრეზენტაცია 2024 წლის 1-ელ ივნისს გაიმართა. ინფორმაციას წიგნთან და მის პრეზენტაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საკუთარ Instagram-გვერდზეც ავრცელებს.
აღნიშნული წიგნის შესახებ ინფორმაციას, წიგნის სურათთან ერთად, საკუთარ ვებგვერდსა და Facebook-გვერდზე გამომცემლობა „პალიტრა L” -იც აქვეყნებს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.