• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ლგბტ აქტივისტები სკანდირებენ: „ჩვენ მოვდივართ თქვენს ბავშვებთან“

მანიპულირება: ლგბტ აქტივისტები სკანდირებენ: „ჩვენ მოვდივართ თქვენს ბავშვებთან“

ვერდიქტი: მანიპულირება

03/06/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში  ნიუ-იორკის დრეგ მსვლელობიდან (NYC Drag March) 2023 წლის  ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ისმის შეძახილი „ჩვენ მოვდივართ თქვენს ბავშვებთან“. როგორც ირკვევა, ამ შეძახილით რამდენიმე ადამიანი სკანდირებდა და მისი განზოგადება, თანაც მაშინ, როცა მარშის ორგანიზატორები და მარშის მონაწილეები მსგავსი ფრაზის გაჟღერებას არ ეთანხმებიან, შეცდომაში შემყვანია. აღსანიშნავია, რომ შეძახილი შარჟს წარმოადგენს და LGBTQ  ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეხმიანება. 

 

2023 წლის 23 ივნისს აშშ-ში NYC Drag March ჩატარდა. აღნიშნული მსვლელობა ნიუ-იორკის პრაიდ ფესტივალისგან განსხვავებულია და შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსვლელობის მთავარი მიზანი ანტი-ლგბტქ სენტიმენტების შესუსტებაა. 

სწორედ აღნიშნული მარშიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მცირე ჯგუფი სკანდირებდა შეძახილით: „ჩვენ აქ ვართ, ჩვენ უცნაურები ვართ, ჩვენ მოვდივართ თქვენი შვილებისთვის“. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ როგორც ვიდეოშიც ჩანს, ამ შეძახილს ყველა არ იმეორებს. მოგვიანებით, ისიც გაირკვა, რომ მარშის ორგანიზატორები და სხვა მონაწილეები მსგავსი ფრაზებით სკანდირებას არ ეთანხმებოდნენ.  

2023 წლის Drag March-ის ორგანიზატორი, რომელიც ცნობილია, როგორც ჰაკლფერი კენი, NBC News-თან აღნიშნავს, რომ მსგავსი შეძახილი იყო „ცუდი ხუმრობა, რომელიც გამოყენებულ იქნება პარაზიტული, მტაცებლური პოლიტიკური პროპაგანდისა და პოლიტიკის ინტერესებისთვის“. რაიან გრიფინი, NYC Drag March-ის თავდაპირველი ორგანიზატორიც არ ეთანხმება მსგავსი ფრაზის გაჟღერებას, თუმცა განმარტავს,  რომ  შეძახილის მთავარი იდეა არის უმცირესობებთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი სტერეოტიპების გაჟღერება. აღსანიშნავია, რომ პრაიდის მონაწილეები და აქტივისტები აცხადებენ, რომ მსგავსი ფრაზებით სკანდირება სხვა დროსაც მომხდარა, რასაც არ ეთანხმებიან, რადგან პირიქით, საზოგადოებაში LGBTQ ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს აღვივებს.

ცნობისთვის,  2021 წელს San Francisco Gay Men's Chorus-მა  ვიდეო სიმღერით გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს ტექსტს: „ჩვენ შევცვლით თქვენს შვილებს. ვიღაცამ უნდა ასწავლოს მათ სიძულვილი. ჩვენ მოვდივართ მათთვის. ჩვენ მოვდივართ თქვენი შვილებისთვის“. გამოხმაურების შემდეგ, გუნდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც სიმღერა წარმოადგენდა ე.წ. „ tongue-in-cheek“ იუმორს ( ხუმრობა, რომელიც სერიოზულად აღიქმება). შეძახილი - „ჩვენ მოვდივართ თქვენ ბავშვებთან“, სწორედ მსგავსი სახის ხუმრობას წარმოადგენს. 

 --------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
NYC Drag March
LGBTQ
შარჟი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა