• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში 26 მაისს სალომე ზურაბიშვილის მიმართვის მონაკვეთი მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში 26 მაისს სალომე ზურაბიშვილის მიმართვის მონაკვეთი მცდარი კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

28/05/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის მიმართვიდან სოციალურ ქსელში მისი სიტყვები კონტექსტის გარეშე მანიპულაციურად გავრცელდა (ბმული 1, 2, 3, 4, 5). კერძოდ სოციალური ქსელის მომხმარებლები კონტექსტიდან ამოჭრილი ფორმით წარმოაჩენენ მის სიტყვებს და ქმნიან წარმოდგენას, თითქოს პრეზიდენტის თქმით, ევროპას ისტორიაში არცერთი ომი არ დაუწყია. ამ ფონზე მომხმარებელთა ნაწილი ისტორიის მანძილზე ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვადასხვა ომზე ამახვილებენ ყურადღებას. შედეგად, ავტორები სალომე ზურაბიშვილის სიტყვების კონტექსტის გარეშე წარმოჩენით მიზნად სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ისახავენ, ევროპას კი ომთან აკავშირებენ.

სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა ზოგადად ევროპასა და ევროპულ სახელმწიფოებს, არამედ ევროკავშირს შეეხება, რომლის დაარსების დღიდან მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ომი ნამდვილად არ მომხდარა.

სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის გამოსვლა მედიასაშუალებების მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პირდაპირ ეთერში გავიდა პრეზიდენტის მიმართვა თავად მის ოფიციალურ სოციალურ ქსელშიც. პირდაპირ ეთერში (21:35 წუთიდან) სალომე ზურაბიშვილი საუბრობს საქართველოსთვის შექმნილი რთული ვითარების გამოსავალზე, რაც მისი განცხადებით საქართველოს ევროპული გზის გადარჩენაა. მოგვიანებით ის ყურადღებას ამახვილებს როგორც ევროპასთან, ისე ამერიკასთან პარტნიორობასა და დაახლოებაზე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნებისა და გაძლიერების გზაზე. ამასთანავე თავის სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ევროკავშირსა და მის ღირებულებებს.

„დღეს როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების და გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს. თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე. ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დაცულია მისი ყველა უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ისევ ევროკავშირზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვისაა შექმნილი და მისი სიტყვებიც, „არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ“ სწორედ ევროკავშირზე საუბრისას არის გაჟღერებული.

(23:05-დან) „ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ - რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება. ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ. და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს რომ დღეს ვიღაცები დავარწმუნო იმაში თუ ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი ჩვენი“, - ნათქვამია განცხადებაში.

იმ ფაქტზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირს გულისხმობს, არამხოლოდ სრული კონტექსტი, არამედ ამ წინადადების ბოლო ნაწილიც მიანიშნებს. მისი სიტყვები „არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მისი დაარსებიდან...“ შეუძლებელია ზოგადად კონტინენტს, ევროპას, მიემართებოდეს. კერძოდ, ისტორიულად მისი, როგორც ერთიანი სუბიექტის დაარსების თარიღის განსაზღვრა ისტორიისთვის შეუძლებელი ამოცანაა, რადგან ევროკავშირის ჩამოყალიბებამდე ევროპა არა ერთიანი ძალა, არამედ უპირველესად ერთმანეთთან დაპირისპირებულ ტერიტორიულ ერთეულები იყო. თავად ევროკავშირის ჩამოყალიბება კი სწორედ ისტორიული თარიღებითა და ხელშეკრულებებით, მათ შორის რომის ხელშეკრულებით (1957 წ.), ერთიანი ევროპული აქტით (1986 წ. ) მაასტრიხტის ხელშეკრულებით (1992 წ.), ამსტერდამის ხელშეკრულებით (1997 წ.), ნიცის ხელშეკრულებითა (2001 წ.) და ლისაბონის ხელშეკრულებით (2007 წ.) დასტურდება.

ამდენად სოციალური ქსელის მომხმარებლების მტკიცება, თითქოს სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ევროპის მიერ [იგივე ევროპაში] არცერთი ომი არ წარმოებულა, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კონტექსტიდან ამოღებულ ციტატაზეა დაფუძნებული და მისი დისკრედიტაციის ისახავს მიზნად.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
26 მაისი
ევროპა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა