სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები მამაკაცის ფოტოს (ბმული 1, 2) აქვეყნებენ, წარწერით - „არა რუსეთს! კი ევროპას!“. გავრცელებული სურათი ქმნის წარმოდგენას, თითქოს, მასზე გამოსახული მამაკაცი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის წევრია. რეალურად, გავრცელებული ფოტო ძველია და მას ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებთან კავშირი არ აქვს.
გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის ინტერნეტსივრცეში პირველად 2008 წლის 5 თებერვალს გამოჩნდა და მას შემდეგ სხვადასხვა პლატფორმაზე ყოველწლიურად ქვეყნდებოდა.
Google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) საშუალებით ასევე დადგინდა, რომ პოსტში გავრცელებული ფოტოსურათი არასანდო ვებგვერდებისა და ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმაზე 2008 წლიდან ვრცელდებოდა.
ამრიგად, გავრცელებულ ფოტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.