• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

22/05/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში, ასევე ანტიოპოზიციური TikTok-ანგარიში  Avoe.ge თაკო ჩარკვიანის ვიდეოს  ავრცელებენ, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია. ანგარიშების მტკიცებით, ვიდეოს მიხედვით, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში რევოლუციის სურვილს აღარ მალავს.  რეალურად, ოპოზიციონერი დეპუტატი  პარლამენტში გამოსვლისას „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და ურჩევს, რომ  რიტორიკა შეცვალოს, მათ შორის ახალგაზრდებთან მიმართებით, რათა ქვეყანაში, სადაც ხალხს ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილმა წაართვა,  ფერადი რევოლუცია არ მოხდეს. აღნიშნული კონტექსტი გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს.

თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის წევრებს 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენის მიმდინარეობისას მიმართა. ვიდეოს სრულ ვერსიაში თაკო ჩარკვიანი კორუფციულ სქემაზე საუბრობდა. მისი თქმით, სწორედ ამ სქემის გამო, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში სასამართლოს სისტემის რეფორმირებით უნდა აღმოიფხვრას, ბევრი დეპუტატი სამარცხვინო გზას ადგას.  „გარეთ თქვენ ხომ ხედავთ 25-30 დღეა, რა რაოდენობის ხალხი გამოდის, ამ ტალღას ვერ გააჩერებთ, ხალხო. ამ ქვეყნიდან ხომ არ უნდა წახვიდეთ, ხომ უნდა დარჩეთ, გეკითხებით, აქ ხომ უნდა იცხოვროთ?! (...)ეს კონფორმიზმი საზარელი, რომელსაც როგორმე უნდა მოვცილდეთ, ამაში გვეხმარება ის 27 ქვეყანა, რომლებსაც ომი გამოვუცხადეთ, რომლებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთს მოვცილდეთ. მათ რატომ ეჯინებით ხალხო? რატომ ეჯინებით ახალგაზრდებს, ის მომავალი თაობაა, დიდი ტალღაა. დაიმახსოვრეთ, ჩემი კეთილი რჩევა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით, მერწმუნეთ,  საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია იმიტომ, რომ ძალაუფლება წაგვართვა ივანიშვილმა ხალხს, ეს არის სიმართლე. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა, რჩევა, რაც გნებავთ, საქართველო დგას გადაბარების წინაშე“.

ამდენად, ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ დეპუტატი ფერად რევოლუციაზე როგორც „ქართული ოცნების“ ქმედებით გამოწვეულ შესაძლო სცენარზე საუბრობს და არა როგორც - საკუთარ სურვილზე.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თაკო ჩარკვიანი
ონი
ფერადი რევოლუცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა