სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფოტოს ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს მტკიცება, თითქოს, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პრეზერვატივებს არიგებს. რეალურად, გავრცელებულ ფოტოს მიმდინარე აქციებთან კავშირი არ აქვს.რეალურად, გავრცელებულ ფოტოს მიმდინარე აქციებთან კავშირი არ აქვს. ის ინტერნეტსივრცეში პირველად 2021 წელს გამოქვეყნდა.

Google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) საშუალებით დადგინდა, რომ პოსტში გავრცელებული ფოტოსურათი სხვადასხვა პლატფორმაზე ჯერ კიდევ 2021, 2022 და 2023 წლებში, არასანდო პროფილების მიერ ვრცელდებოდა.

გარდა ამისა, გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის ინტერნეტსივრცეში 2022 წლის 15 ივნისს პლატფორმა Reddit-ზეც გამოქვეყნდა. თუმცა მოგვიანებით, ფოტოსურათი Reddit-ის ფილტრების თანახმად წაიშალა.

ამრიგად, გავრცელებულ ფოტოსურათს არც ნანუკა ჟორჟოლიანთან და არც მიმდინარე აქციებთან კავშირი არ აქვს.

მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.