• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

დეზინფორმაცია: ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედი“, POSTV, Newshub და სხვა Facebook-გვერდები (1; 2; 3) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა“. (არქივირებული ბმული 1; 2)

სინამდვილეში, აღნიშნული წიგნი საბავშვო არ არის. წიგნი, სახელად „პატარა იესოს არ სძულს ჰომოსექსუალები“, ესპანეთში მართლაც გამოიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ წიგნი საბავშვო არ არის, საგამომცემლო სახლმა Fandogamia-მ და თავად წიგნის ავტორმა ესპანურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Maldita-სთან საუბარში დაადასტურა. საგულისხმოა, რომ წიგნის შესახებ ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ესპანეთშიც, როდესაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ფოტოანაბეჭდი, ონლაინ გაყიდვების ვებგვერდ Amazon-დან. ფოტოზე ჩანდა, რომ Amazon-ს წიგნის აღწერაში მითითებული ჰქონდა, რომ იგი „6 წლიდან ზემოთ“ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საგამომცემლო სახლ Fandogamia-ს რედაქტორმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ წიგნი ზრდასრულებისთვის არის, თუმცა რედაქციისგან დამოუკიდებლად,  წიგნის დისტრიბუტორმა ორგანიზაციებმა DILVE-მ და CEGAL-მა არასწორი ასაკობრივი ზღვარი მიუთითეს, თუმცა შეცდომის აღმოჩენისთანავე, რედაქცია დისტრიბუტორ კომპანიებს დაუკავშირდა და თითოეულ მაღაზიაში ინფორმაციის შესაბამისი შესწორება დაიწყო.  2024 წლის 20 მაისის ინფორმაციით, წიგნი Amazon-ზე აღარ იძებნება, თუმცა Fandogamia-ს რედაქტორი ამტკიცებს, რომ წიგნი პლატფორმაზე შესაბამისი შესწორებით ისევ განთავსდება.

წიგნის ავტორმა Maldita-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არ არის ბავშვებისთვის, რასაც მის სათაურში არსებული უცენზურო სიტყვებიც მოწმობს.

2024 წლის 18 აპრილს გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელშიც ჩამოთვლილია ახალი წიგნები, „პატარა იესოს“ შესახებ წიგნიცაა მოხსენიებული. წიგნს უშუალოდ ასაკობრივი ზღვარი არ უწერია, თუმცა წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, რომ იგი ზრდასრულებისთვისაა.

პრესრელიზის გარდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წიგნი ბავშვებისთვის არ არის, გამომცემლობის ვებგვერდზეც მითითებულია.

ტელეკომპანია „იმედმა“ ეს ინფორმაცია Facebook-ზე თავდაპირველად ქარდთან ერთად  მხოლოდ ერთი წინადადებით გაავრცელა: „ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა“. 

თუმცა შემდგომ პოსტში ცვლილება შეიტანა და აღწერაში შემდეგი ინფორმაცია დაამატა: „გამომცემელი ამტკიცებს, რომ წიგნი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, თუმცა იმის გამო, რომ მასზე არანაირი მითითება არ არის დატანილი, ის ესპანური მაღაზიების საბავშვო განყოფილებებში მოხვდა“. გამომცემლობის ვებგვერდზე და პრესრელიზში ნამდვილად წერია, რომ წიგნი ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა აღნიშნული „იმედმა“ დამატებულ ინფორმაციაში არ ასახა. ასევე, დამატებული ტექსტი არც ქარდზეა ასახული, რომელსაც Facebook-ანგარიშები ცალკე აქვეყნებენ, რითაც ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.

ამგვარად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ესპანეთში გამოცემული წიგნი „პატარა იესოს“ შესახებ საბავშვოა, სიმართლეს არ შეესაბამება.

---------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"რუსული კანონი\"
ავტომაგისტრალი
იმედი
პარიზის ოლიმპიადა 2024
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა