• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პარლამენტის კედელზე სტეპან ბანდერას პლაკატები გააკრეს

დეზინფორმაცია: პარლამენტის კედელზე სტეპან ბანდერას პლაკატები გააკრეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ქართველი კავკასიელი ავრცელებს პოსტს, რომელშიც წერს: „სტეფან ბანდერას ფოტოები პარლამენტის კედლებზე!! პროცესი ზუსტი ანალოგია უკრაინის დაკოპირებული!“. პოსტს თან ახლავს ვიდეო, სადაც პარლამენტის შენობის ნაწილი ჩანს, რომელზეც რამდენიმე პოსტერია მიკრული (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება ყალბია და ვიდეოში ნაჩვენებ არცერთ პოსტერზე უკრაინელი ისტორიული ფიგურის სტეპან ბანდერას ფოტო არ არის.

რეალურად, ფოტოებზე ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე და პატრიარქი ამბროსი ხელაიაა გამოსახული (იხ. ფოტოები ქვემოთ. ბმული 1; 2).

საგულისხმოა, რომ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პროპაგანდისტული ტელეკომპანია„ზვეზდა“ იყო, რომლის ჟურნალისტიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებს.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც პოსტერზე სტეპან ბანდერაა გამოსახული, ყალბია.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"რუსული კანონი\"
სტეპან ბანდერა
ტიციან ტაბიძე
ამბროსი ხელაია
პარლამენტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

    აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემბრიდან იწყებს და კანონების გაუქმება ვერ მოხდება

    პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

    2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა