• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

14/05/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი სალომე სამადაშვილის ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ სანამ პარლამენტის გარეთ აქციის მონაწილეები წვიმაში, ღამენათევები იდგნენ და პარლამენტში სხდომა მიმდინარეობდა, სალომე სამადაშვილი „იპრანჭებოდა და დააგვიანა [სხდომაზე] შესვლა“. მისი მტკიცებით, ოპოზიციონერ დეპუტატს არ ადარდებს, „გარეთ ხალხი და შიგნით კანონი“. რეალურად, გავრცელებული ვიდეო საქალაქო სასამართლოს შენობაში 13 მაისამდეა გადაღებული.

2024 წლის 13 მაისს 9 საათზე საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო. სხდომა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, მისასალმებელი სიტყვის ჩათვლით დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა.

პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატთა პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობას ტელევიზიები ასევე აშუქებდნენ. მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში დილის 08:51 საათზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათ პარლამენტში არ უშვებდნენ. „სპეცრაზმით შეიყვანეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ჩვენ აქედან არ გვიშვებენ რომ შევიდეთ“, - აღნიშნა მან. იმავე საკითხზე კომენტარი სალომე სამადაშვილმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ „ჩვენი უფლებაა კონსტიტუციური, ახლა კომიტეტის სხდომაზე შევიდეთ და ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ არალეგიტიმურია საერთოდ ეს პროცესი. [...] პოლიციის ჯარი არ უშვებს ოპოზიციონერ დეპუტატებს“. პირდაპირი ეთერი მიხედვით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტისკენ 08:53 საათზე გაატარეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე ათეული წამი გაგრძელდა და როგორც თავად პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, კენჭისყრას დეპუტატთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა, დეპუტატთა ნაწილი კი დარბაზში ჯერ კიდევ შედიოდა.

ის, რომ სხდომა 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა, საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოთი დასტურდება.

იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მოსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა და ხელისუფლება კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო საკუთარი თავის დელეგიტიმაცია. ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა. ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. თუ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მოხდება მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია იმიტომ, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი, რომელიც დაუწესდება უკლებლივ ყველა დეპუტატს, რომელიც მხარს დაუჭერს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები და არა საქართველოსი“, - განაცხადა მან.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სალომე სამადაშვილი, რომელიც ვიდეოს გამავრცელებლის მტკიცებით, „იპრანჭებოდა“ და სხდომაზე შესვლა ამიტომ დააგვიანა. თუმცა გავრცელებულ ვიდეოზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ ის არა პარლამენტის შენობაში, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაღებული.

განსხვავებით საქართველოს პარლამენტის შენობისგან, რომელშიც პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები და პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზია განლაგებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზები დანომრილია, მათი შესასვლელი კარის ზედა ნაწილთან კი წითელი აბრაა განთავსებული, რომელზეც წერია - „გთხოვთ შეინარჩუნოთ სიჩუმე, მიმდინარეობს სასამართლოს სხდომა“.

სწორედ აღნიშნულ აბრასა და გაფრთხილებას ვხვდებით სალომე სამადაშვილის გავრცელებულ ვიდეოში.

კადრი საქალაქო სასამართლოს შენობიდან

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა დარბაზებში იმყოფებიან პოლიციელები. ვიდეოზე დაკვირვებით, სხდომის დარბაზის კარს მიღმა შესამჩნევია პოლიციელი, პარლამენტში სხდომათა მიმდინარეობისას, დარბაზში პოლიციელები არ გადაადგილდებიან.

ამასთანავე, სალომე სამადაშვილის ჩაცმულობა აღნიშნულ ვიდეოსა და 13 მაისის დილის კადრებში ერთმანეთისგან განსხვავდება.

კადრი გავრცელებული ვიდეოდან / 13 მაისის დილის კადრი

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ სალომე სამადაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურად ვრცელდება. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სალომე სამადაშვილი
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
საქალაქო სასამართლო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა